სანთლის ფერის მნიშვნელობა სიყვარულის, ფულისა და წარმატების მოსაზიდად

137
SHARE

აუცილებელი არაა, ჯადოქარი იყოთ, რომ სანთლის მაგიური თვისებები იცოდეთ. მთავარია, ჩვენს რეკომენდაციებს მიჰყვეთ და სანთლის დახმარებით ის მიიღოთ, რაც გსურთ.
ავირჩიოთ ფერი

წითელი – სასიცოცხლო ენერგიისა და აქტიურობის სიმბოლოა. აგრეთვე, სიყვარულის ფერია და აუმჯობესებს სექსუალურობასა და მიმზიდველობას.

ვარდისფერი – ქალური ენერგეტიკის მატარებელია. დაგეხმარებათ პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

ალუბლისფერი
– დაეხმარება ბიზნესმენებს საქმიანობაში წარმატების მიღწევასა და რთული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ყვითელი
– შემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გაგიღრმავებთ ფანტაზიას.

ყავისფერი
– მატერიალური კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის ფერია.

ლურჯი
– შინაგანი ჰარმონიისა და სიბრძნის ფერია. ის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

მწვანე
– გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. დადებითი ემოციებით აგავსებთ. თუ საქმის გასაკეთებლად ნებისყოფა არ გყოფნით, აანთეთ მწვანე სანთელი.

შავი
– მკურნალია. თუ გსურთ დაავადების, უარყოფითი ემოციებისა და ნეგატივისგან გათავისუფლდეთ, შავი ფერის სანთელი უნდა აანთოთ.

თეთრი
– დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გაგისუფთავებთ გონებას უსიამოვნო ფიქრებისა და აზრებისაგან.

სასურველი ფერის სანთელი საღამოს, ძილის წინ უნდა აანთოთ და იფიქრეთ სასურველზე, იმაზე, თუ რისი მიღება-გაშვებაც გსურთ.


ახლა კი დააკვირდით, როგორ იწვის სანთელი:

თუ ციმციმებს და ქრება, თავად არ გჯერათ, რომ რაღაცას მიაღწევთ.

წვეთავს – ნუ ნერვიულობთ, სანთელი სახლში დაგროვილ ნეგატივს წვავს.

თუ სანთელი ჩაქრა – ეს სერიოზული ნიშანი მიუთითებს, რომ არ ღირს ამ სურვილის ასრულება. თქვენ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ შესასრულებელი.

თუ წვის დროს სანთელი ხმებს გამოსცემს, თითქოს ”ფეთქდება”, უხილავი ძალები მიგითითებენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს.

სახლში სანთლის ანთება ძალიან სასარგებლოა. უმჯობესია, თვეში რამდენჯერმე აანთოთ. ასე სახლს ნეგატიური ენერგიის დაგროვებისგან დაიცავთ.

წყარო: www.marao.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი