სანდრა რულოვსი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე – მე და ნიკოლოზი 4 საათი ვიყავით იქ

75
SHARE

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს ეხმაურება და ფეისბუქის პირად გვერდზე მწუხარებას გამოთქვამს. მან და მისმა უმცროსმა ვაჟმა ნიკოლოზ სააკაშვილმა, რამდენიმე საათით ადრე გამოასწრეს დატრიალებულ ტრაგედიას:

“ბრიუსელი ჩემი საყვარელი ქალაქია, იქ ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ხშირი მგზავრი ვარ ზავენტემის აეროპორტის, რადგან ამსტერდამზე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემს მშობლიურ ქალაქთან. გუშინ დილას თბილისში რომ დავბრუნდი, ზუსტად ბრიუსელის აეროპორტის გავლით ვმგზავრობდით ნიკოლოზი და მე. მთელი 4 საათით ვიმყოფებოდით მანდ და რამდენიმე საათის შემდეგ კი იმავე ადგილას ასეთი ტრაგედია დატრიალდა… წარმოუდგენელი რამეა, მაგრამ დღევანდელი სამწუხარო რეალობაა…” – წერს რულოვსი.

FB კომენტარები

კომენტარი