სანდრა ბალოკმა კალიფორნიაში ხანძრის შედეგად ევაკუირებული ცხოველებისთვის 100 ათასი დოლარი გადარიცხა (ფოტო, ვიდეო)

117
SHARE

მსახიობ სანდრა ბალოკმა კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შედეგად ევაკუირებული ცხოველებისთვის 100 ათასი დოლარი გადარიცხა.
როგორც ორგანიზაციამ The Humane Society of Ventura County “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ჩარიცხული შემოწირულობები ხანძრის დროს დაზარალებულ ცხოველებს მოხმარდება, თავშესაფარში კი იქამდე იზრუნებენ მათზე სანამ პატრონი არ გამოუჩნდებათ.
სანდრა ბალოკი იმედოვნებს, რომ სხვა პირებიც გამოიჩენენ გულისხმიერებას და დაეხმარებიან ორგანიზაციას.

FB კომენტარები

კომენტარი