“სანამ დედიკოს მკერდი სტკივა” – მაგდა პაპიძის მორიგი წერილი ციხიდან (ვიდეო)

348
SHARE

ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მაგდა პაპიძის წერილზე წერს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „რა საოცარია ეს წინათგრძნობა! დილიდან აფორიაქებული ვარ და, აი, წერილები ციხიდან. ისევ შოკი. ისევ სტრესი. ისევ განცდები. როგორ გადავიტანო უშენოდ ეს წერილები, მითხარი, მაგდა, როგორ. გავაკეთებ ალბომს და ყველამ ნახოს, გული ხომ უტყუარია. იმას გადმოსცემს შენი გული, რასაც ღამეები განიცდი საკანში. მე მჯერა შენი მაგდა, მილიონი პროცენტით მჯერა ამ წერილების.
ფურცლებს ციხის სუნი ასდის. მე ისევ მოვკვდი ახლა, როცა ფოსტიდან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, დიდი სქელი კონვერტით და ძალიან შეწუხებული სახით მკითხა: ” მაგდას და ხართ?- დიახ. ცუდი ხომ არაფერია, ვკითხე და – უნდა დაგანაღვლიანო, დაიკომ წერილები გამოგიგზავნათო.”
ეცა ლიზი კონვერტს და სახე გაეყინა – დედიკო, ნახე, როგორი წერილებია – ნახატებითო. მე არ ვიცი, მაგდა, მე აქ მიჭირს გაძლება და შენ თუ უფალი არ გაძლებინებს, აბა, როგორ გინდა ათიო ღამეები უშვილოდ და ყველას გარეშე. მე სანამ პირში სული მიდგას, შენთან ვარ და ხომ შეგპირდი, სულ შენთან ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი ხარ! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ! მიყვარხარ და წერილებში შენი ჩვეული ტერმინებით მელაპარაკები. ყოველ მესამე სიტყვაში მე მახსენებ: ლანა …ლანა…ლანა…. ჰოოო, ამ ლანას სჯერა შენი, მაგდა!“- წერს ლანა პაპიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი