სამოქალაქო აქტივისტი თუ ენმ-ს პარტიული მხარდამჭერი – ვინ არის “აპოლიტიკური” აქციის ორგანიზატორი

4048
SHARE

სალომე ჭელიძე, რომელმაც რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორობა თავის თავზე აიღო, ენმ-ს აქტიური მხარდამჭერია.
მას ფეისბუქის პირად გვერდზე როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ისე ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად გადაღებული ფოტოებიც უდევს და პოლიტიკურ სიმპათიასაც ღიად გამოხატავს.
აღსანიშნავია, რომ ჭელიძე პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს სამოქალაქო აქტივისტის სახელით წარუდგა და აღნიშნა, რომ დღევანდელი აქცია აპოლიტიკურია.
თუმცა, იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური იდეების გამტარებელი და ნაციონალური მოძრაობის პარტიული მხარდამჭერია, ტრიბუნიდან ხმამაღლა არ უსაუბრია.
ჭელიძის მსგავსად დღევანდელ აქციაზე ენმ-ს სხვა ახალგაზრდა აქტივისტებიც იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკოსებს ემიჯნებიან და აქციაზე შეკრებილებს არწმუნებენ, რომ ისინი ქუჩაში მხოლოდ და მხოლოდ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების პროტესტმა გამოიყვანა.

FB კომენტარები

კომენტარი