სამი ცნობადი (დაქორწინებული) ქალის ვინაობა, რომელთანაც სექსი მქონდა!

308
SHARE

მოგეხსენებათ, რომ ჩემი პირდაპირობა საქვეყნოდ არის ცნობილი. შესაბამისად, გადავწყვიტე, არ დაგიმალოთ და მოგიყვეთ ისტორიები, იმ სამ ცნობად, გათხოვილ ქალბატონზე, რომლებთანაც სექსი მქონდა.

შემთხვევითი სექსი ნამდვილად არაა დანაშაული, მით უფრო თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სპონტანურობა კანონზომიერებად იქცა. შესაბამისად, არც მე დავრჩენილვარ უკმაყოფილო იმ მოულოდნელი შესაძლებლობით, რაც ცხოვრებამ მარგუნა. როგორც ამბობენ, კარგი სექსის შემდეგ „მადლობის“ გადახდა უნდა შეგეძლოს… მეც მადლობის მეტი რა მეთქმის, (მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოთქმას სასტიკად არ ვეთანხმები) ,თუმცა…
სექსი მორჩა, სიმართლის თქმა კი კვლავაც “მოდაშია”…

თქვენ მათ ძალიან კარგად იცნობთ, ორს განსაკუთრებით, მესამეს ისე რა, მაგრამ იმასაც იცნობთ და დარწმუნებული ვარ, აქამდე სხვა წარმოდგენა გექნებოდათ მასზე…
კარგი, ვიცი, რომ ერთი სული გაქვთ, სანამ მათ სახელებს გაიგებთ. აღარ შეგაყოვნებთ.
მოკლედ…

მინდოდა მეთქვა, რომ…

შ ე ნ ხ ა რ ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო !

ჰო, შენ, ვინც ამ წუთას ამას კითხულობ და ზუსტად ამ წამს, იმედი გაგიცრუვდა, იმიტომ რომ „სხვაგან მოხვდი“!
– შენ, ვინც ამ წუთას მიმოიხედე, იმაში დასარწმუნებლად, რომ არავინ გიყურებს და გახსენი სტატია, ველური ჟინით, აღმოგეჩინა კიდევ ერთი პრობლემა და ჩაგექოლა კიდევ ერთი (უფრო სწორად სამი) ადამიანი, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია!
– მყუდროდ მოკალათდი და თან აგროვებ ქვებს, რომელიც გინდა ესროლო ადამიანებს, რომელთა პირად ცხოვრებასთანაც შენ არაფერი გესაქმება!
– ვინმეს წარმატების ისტორია რომ მომეყოლა, ან საზოგადოებისთვის რჩევა მიმეცა, გახსნიდი ვითომ ამ სტატიას? რა თქმა უნდა არა! შენი მოწოდება ხომ სხვის საცვლებში ხელების ფათურია, მიზეზებს ალბათ შენ ჩემზე უკეთ აღმოაჩენ, როცა დაფიქრდები.
ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ შენნაირების გამო:
– ადამიანებს აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით!
– დედები უკან არ იღებენ ქალიშვილებს, რომლებსაც მოძალადე ქმართან განშორება უნდათ, საბოლოოდ მაინც უწევთ მიღება, ოღონდ ხშირ შემთხვევაში ცხედრის და ამაშიც შენი ხელი ურევია!
– შენ გამო, ადამიანებს აქვთ კომპლექსები და ბევრმა მათგანმა არც იცის, რა არის სრულფასოვანი სექსი!
– შენნაირების გამო ინგრევა ოჯახები, უცეცხლოდ გაჩენილ კვამლზე, ცილისწამებაზე, ჭორაობაზე ისეთ საკითხებზე, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გაქვს, მაგრამ ენას მაინც არ აჩუმებ! გამოტყდი, რამდენ ადამიანთან გაიქცეოდი, კითხვის დასრულების შემდეგ და მოაღებდი პირს, როცა არც კი იცი და არც გაქვს ფაქტი, სიმართლეს ვამბობ, თუ ტყუილს!!

უფრო ბედნიერები ხომ არ გახსნიდით სტატიას, სათაურში სექსის ნაცვლად „ორალური სექსი“ რომ ჩამემატებინა? ან იქნებ, სამი ქალის ნაცვლად სამ კაცს უფრო გაებედნიერებინეთ?! YOUTUBE-ის ბმული  და „ვეშ-დოკი“ ხომ მთლად ის იქნებოდა, რასაც გადაახვევდით, გადმოახვევდით, დააპაუზებდით – დეტალურად შეისწავლიდით.

იმედი მაქვს, ჩემ გარშემო იქნებოდა ბევრი ადამიანი (ჩემგან შემომსვლელების უმრავლესობა, სწორედ ასეთი წარმომიდგენია), ვინც გაოცდით, რატომ შემეძლო დამეწერა მსგავსი რამ…

ან მიხვდით, რომ ეს იყო „მახე“.
ან გინდოდათ კარგად დაგენახათ მდგომარეობა, რომ შემდგომ სასწრაფოდ მოგეთხოვათ ჩემთვის, რომ ამეღო სტატია (იმედია).

მადლობა თქვენ, არსებობისთვის და მაინც: ამ სტატიას ალბათ ყველაზე მეტი ნახვა ექნება.
და თუ არ ექნება, ამით მე ბედნიერი ვიქნები!

Comments

comments