სამი ოქროს წესი ზოდიაქოს ნიშნებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად

81
SHARE

ჯანსაღი კომუნიკაციის საკითხი, როგორც პირადი ისე სამსახურეობრივი კუთხით დამეთანხმებით, რომ არაერთი ჩვენგანისთვისაა პრობლემა. ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ საერთო ენის გამონახვა ერთმანეთთან და ხშირად ვერც კი გაუგიათ, მაინც რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამშრომელს ან ოჯახის წევრს “თავის ენაზე” ელაპარაკოს. ასტროლოგია ზუსტად ამ კუთხით მუშაობს ყველაზე კარგად. იმიტომ რომ, თუკი თქვენი თანამოსაუბრის ზოდიაქოს ნიშანი ზედმიწევნით სწორად იცით – შანსი იმისა, რომ მასთან მოლაპარაკებას წარმატებით შესძლებთ თითქმის 98% -ია.

ასე მაგალითად ვერძთან ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, ნუ დაუწყებთ იმის მტკიცებას, რომ რაიმეს მასზე უკეთ კეთება გამოგდით და ნურასოდეს ეცდებით მისი ენთუზიაზმის ხელყოფას.

კუროსთან ურთიერთობაში – ნუ დააძალებთ მას სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას, ნუ დაურღვევთ ჩვეულ მყუდროებას და ნუ გამოიჩენთ დაუდევრობას ფინანსური საკითხების კუთხით.

ტყუპთან ურთიერთობისას ნუ ჩამოართმევთ მას სიტყვას, როცა იგი სახალხოდ “მჭერმეტყველებს”. ნუ აიძულებთ, ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს და ნუ გახდით მის ცხოვრებას მონოტონურად მოსაწყენს.

კირჩხიბთან ურთიერთობაში ნუ იქნებით არაპროგნოზირებადი; პატივი ეცით მის ოჯახს და ნათესავებს. დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.

ლომთან კავშირისასა აღიარეთ მისი უპირატესობა ყველაფერში, არასოდეს დაუფიქსიროთ, რომ მას მასასთან კონტექსტში განიხილავთ, აღნიშნეთ მისი მიღწევები და ნიჭი.

ქალწულთან ურთიერთობის გასამყარებლად იყავით პუნქტუალური, მოწესრიგებული და საიმედო.

სასწორთან თუ გსურთ საერთო ენის მარტივად გამონახვა თავი დაანებეთ უხეშობას. მისი თანდასწრებით არასოდეს გამოავლინოთ აგრესია და მუდმივად ეცადეთ, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდეთ ვიზუალურად.

მორიელთან ჰარმონიის მისაღწევად უნდა იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი, სამართლიანი და სულით ძლიერი, რომ მან თქვენი სისუსტით ბოროტად ვერ ისარგებლოს.

მშვილდოსანის გულის მოგება შედარებით მარტივია – საამისოდ კარგი იუმორის გრძნობა, მეგობრულობა და არამეშჩანური ხასიათი დაგეხმარებათ.

თხის რქასთან კარგი კომუნიკაციისთვის აუცილებელია დაანახვოთ მას შრომისმოყვარეობა, სერიოზული მიდგომა ცხოვრებისეული საკითხებისადმი და პრინციპების ერთგულება.

მერწყულთან ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელია არ ზღუდავდეთ მის თავისუფლებას, ნაკლებად ავიწროვებდეთ მას ვალდებულებებით და იყოთ მაქსიმალურად კრეატიული.

გაგრძლება http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი