სამი ნაბიჯი იდეალური წვერისაკენ   ZZ top – თან ერთად!

129
SHARE

წვერი მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარია, რომელიც მას განსაკუთრებულ შარმსა და მამაკაცურობას ანიჭებს. ნატურალე გთავაზობთ წვერის მოვლის ბუნებრივი საშუალებების ხაზს ZZ top -, რომელიც თქვენი წვერის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე იზრუნებს.

1. იზრუნეთ წვერის სისუფთავეზე – წვერის მოშვების პირველ ეტაპზე შეიძლება იგრძნოთ კანის გაღიზიანება და დისკომფორტი. კანის უჯრედების განახლების გამო, მკვდარი უჯრედები იქერცლება, წვერი ხელს უშლის მის მოცილებას და ჩნდება ქავილის შეგრძნება. მაგრამ თუ თქვენ ყოველდღიურად ისარგებლებთ ZZ top-ის ბუნებრივი საპნით, ეს პრობლემები აღარ შეგაწუხებთ, საპონი დელიკატურად გაასუფთავებს და დაარბილებს წვერს, ჩამორეცხს მკვდარ უჯრედებს და დაამშვიდებს კანს.

2. დაატენიანეთ წვერი – ZZ top-ის დამატენიანებელ ზეთში შემავალი ძვირფასი კომპონენტები იდეალურად ატენიანებს და კვებავს წვერს ძირებიდან ბოლომდე, ანიჭებს სირბილეს და ბზინვარებას, ამ ზეთის გამოყენების შემდეგ, წვერი გაცილებით რბილი და დამყოლი ხდება.

3. მიეცით წვერს ლამაზი ფორმა – მაშინაც კი, თუ თქვენ წვერს პროფესიონალურ სალონში აძლევთ ულამაზეს ფორმას, ამ ფორმის შესანარჩუნებლად აუცილებელია სპეციალური ბალზამის გამოყენება. ZZ top-ის ბალზამის დახმარებით უმჯობესდება წვერის სტრუქტურა, წვერი უფრო დამყოლი ხდება და იოლდება მისთვის ფორმის მიცემა. წვერზე ბალზამის დატანის შემდეგ, მთელი დღე აღარ მოგიწევთ ფიქრი მის ფორმასა და მდგომარეობაზე. ამას გარდა, ბალზამი იცავს წვერს გარემოს მავნე ზეგავლენისაგან,

გსურს იდეალური ფორმის, მოვლილი და ლამაზი წვერი? ისარგებლეთ ბუნებრივ კოსმეტიკურ ზეთებზე დამზადებული ZZ top-ის წვერის მოვლის საშუალებებით და ორ კვირაში შენ შეძლებ ლამაზი და მოვლილი წვერით იამაყოთ!

R

FB კომენტარები

კომენტარი