სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ადვილად შეუძლია შეყვარება და გადაყვარება

171
SHARE

როგორ გგონიათ, რა არის სიყვარული? ზოგის აზრით ის თავბრუდამხვევი და დამაბრმავებელი ვნებაა, ვიღაცისთვის კი მიჩვევა, პატივისცემა და საერთო ინტერესები… ადამიანები სიყვარულის აღიქვამენ უშუალოდ საკუთარი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. შესაბამისად. მსგავსი ყოველთვის იზიდავს ოდესმე მსგავსს და ადრე თუ გვიან ნებისმიერი პიულობს იმას, ვისთანაც თავს სრულყოფილი ბედნიერების უფლებას მისცემს. თუმცა, ისეც ხდება, რომ საპირისპირო პოლუსები კვეთენ ერთმანეთს… ანუ ის, ვისაც სიყვარული ორი საათით შეუძლია და ის, ვინც საყვარელი ადამიანის დავიწყებას ორ წელს, ან სულაც მეტს ანდომებს…

დღეს გვინდა ყველაზე თავქარიანი ზოდიაქოს ნიშნები გაგაცნოთ:

ტყუპი – ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლო და მმართველი პლანეტა მერკურია, კომუნიკაციის და აზროვნების პლანეტა. შესაბამისად, ტყუპის მოხიბლვა და “დაბმა” ნებისმიერს შეუძლია არც მეტი, არც ნაკლები – ენით. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ როგორც კი თქვენ ინტელექტუალური ბაგაჟი ამოგეწურებათ ან უბრალოდ, ცხოვრებისეული ვალდებულებების წნეხის ქვეშ მოქცეული წუწუნა და რუტინული გახდებით, ტყუპი დაუფიქრებლად გადაინაცვლებს სხვა, უფრო საინტერესო პარტნიორისკენ. მისი მხრიდან ეს ღალატი არ გახლავთ, უბრალოდ ამ ადამიანებს არ უყვართ წარსულით ცხოვრება, უფრო მეტიც, ისინი ვერც აწმყოში გრძნობენ თავს მყუდროდ… შესაბამისად, გამუდმებით ისწრაფიან იქ, სადაც უფრო საინტერესოა…

მშვილდოსანი – ბუნებით იდეალისტი, გამოუსწორებელი მეოცნებე და სულით მეზღაპრეა. მშვილდოსნებს ღრმად სწამთ იდეალური სიყვარულის არსებობის, არ აქვს მნიშვნელობა ქალია იგი თუ მამაკაცი. ორივე სქესის წარმომადგენლი დაეძებს საყვარელ ადამიანში იდეალს, თუმცა ზუსტად ამის გამო ხშირად ტყუვდებიან არჩევანში. იუპიტერის ბუნება გაფართოებას, მასშტაბურ ხედვას გულისხმობს, ამიტომ მმართველი პლანეტის გავლენის გამო მშვილდოსნები ნაჩქარევად ირჩევენ ცხოვრების მეგზურად არაშესაბამის ადამიანებს, მოგვიანებით, როცა აღმოაჩენენ, რომ ინტერესის ობიექტი სულაც არ შეესაბამება იდეალს, დაუნანებლად ანგრევენ ოჯახებს. მიდიან ახალი, უკეთესი და რაც მთავარია, ნამდვილი სიყვარულის საძებრად.

თევზები – პლანეტა ნეპტუნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ქაოსისა და ბუნდოვანების მთესველი პლანეტაა.

იხილეთ გაგრძელება : http://www.astrologi.ge/astro-ambebi/4434-top-sami-zodiaqos-nishani-romelsac-advilad-sheudzlia-sheyvareba-da-gadayvareba.html

FB კომენტარები

კომენტარი