“სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს არ სურს გვირგვინი” – რატომ არასდროს არ ლაპარაკობს პრინცი ჰარი მამაზე?!

177
SHARE

პრინცმა ჰარიმ US magazine -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს არ სურთ მეფობა, ან დედოფლობა, თუმცა აქვე დაამატა, რომ როცა ამის დრო მოვა, ყველა მათგანი შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
“არსებობს კი რომელიმე სამეფო ოჯახი, რომელსაც ენდომებოდა მეფედ და დედოფლად ყოფნა? არა მგონია, ამას ყველა მათგანი ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს”, – თქვა მან Newsweek-თან ერთ-ერთ ინტერვიუში.
პრინცმა ასევე ისაუბრა 12 წლის ასაკში საკუთარი დედის, პრინცესა დაიანას, დაკრძალვის პროცესიაში მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ ვალდებული გააკეთონ და განიცადონ ასეთი რამ. პროცესია 1997 წელს გაიმართა ლონდონის ქუჩებში და პატარა პრინცი, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობდა მასში.
“დედაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო, მე კი მოვალე ვიყავი მისი კუბოს უკან მევლო დიდი მანძილი, ვიდრე ქუჩაში მყოფი ათასობით ადამიანი მაკვირდებოდა, კიდევ მილიონობით ადამიანი კი ტელევიზორში მიყურებდა. ვფიქრობ, არც ერთ ბავშვს არ უნდა მოსთხოვონ ამის გაკეთება, არ აქვს მნიშვნელობა გარემოებას”.
საინტერესო ფაქტია, რომ ჰარი სამეფო ოჯახზე საუბრისას თითქმის არასდროს ახსენებს მამას.
უფლისწულმა ჟურნალისტს ასევე გაანდო, რომ თითქმის ერთი წელია, რაც მონაწილეობს ბრიტანული მონარქიის მოდერნიზაციაში. ამბობს, რომ ეს რთული ამოცანაა, რადგან აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება. “არ გვინდა, რომ ამ ყველაფერმა თავისი ხიბლი დაკარგოს, ბრიტანულ პუბლიკას და მთელ მსოფლიოს სჭირდება ამგვარი ინსტიტუტი”.
ჰარიმ ასევე მადლიერებით გაიხსენა პრინცესა დაიანა, რომელიც ცდილობდა პატარა პრინცებისთვის შანსი მიეცა ჰქონოდათ ჩვეულებრივი, სხვა ბავშვების მსგავსი ცხოვრება, იგი ამბობს, რომ ხალხი გაოცდებოდა, რომ სცოდნოდა, თუ როგორი ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდათ მას და პრინც უილიამს.
“ხანდახან თავად დავდივარ საყიდლებზე… ვღელავ, რომ ვინმემ შესაძლოა მოულოდნელად ფოტო გადამიღოს მაღაზიაში, თუმცა ჩემი სურვილი, ვიცხოვრო მეტწილად ჩვეულებრივი ცხოვრების წესით, მოტივირებას მმატებს. თუ გამიმართლებს და შვილები მეყოლება, მათთვისაც იმავეს ვისურვებდი. მეფეც რომ ვიყო, მაინც ჩემით ვივლიდი საყიდლებზე”, – განაცხადა ჰარიმ.

წყარო:http://www.kvirispalitra.ge

FB კომენტარები

კომენტარი