,,სამეფო კარის თამაშების” სავარაუდო “გამარჯვებული” სახელდება

28
SHARE

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბრიუს კრეივენმა ტელესერიალ ,,სამეფო კარის თამაშებზე” კვლევა ჩაატარა და შესაძლო ,,გამარჯვებულიც” დაასახელა. პროფესორის პროგნოზის თანახმად, საბოლოოდ, რკინის ტახტს სანსა სტარკი დაიკავებს.
,,სერიალის დასაწყისში, სანსა უუფლებო და სუსტ პრინცესად მოგვევლინა, თუმცა, სერიალის მომდევნო სეზონებმა დაგვანახა, თუ რამდენ რამეს გაუძლო უსუსურმა გოგონამ და როგორ ადაპტირდა გარემოსთან. ისწავლა ის, რაც მის მამას, ნედ სტარკს არ შეეძლო”, – აღნიშნა ბრიუს კრეივენმა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის შუასაუკუნოვანი ევროპული ლიტერატურის პროფესორის, კეროლაინ ლარინგტონის აზრით კი, სანსა სტარკი რკინის ტახტს ვერ დაეუფლება. აკადემიკოსი ტახტის რეალურ მფლობელად დეინერის ტარგარიენს მოისაზრებს.
„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონი HBO-ს ეთერში 14 აპრილს გავა.

FB კომენტარები

კომენტარი