„სამეფო თამაშების“ და „ჰარი პოტერის“ მიხედვით, მობილური ტელეფონებისთვის თამაშები შეიქმნა

17
SHARE

კომპანია Zynga–მ დააანონსა ახალი თამაშები, რომელთა შექმნაც უახლოეს მომავალში მობილური ტელეფონებისთვის იგეგმება.
შემქმნელების განმარტებით, 2019 წლის მეორე ნახევარში მობილური ტელეფონებისთვის გამოვა ორი თამაში, რომლებიც დაკავშირებულია „სამეფო თამაშების“ სამყაროსთან. ერთ–ერთი მათგანი კაზინოს სლოტებს წარმოადგენს.
ასევე კომპანია აპირებს გამოუშვას მობილური თამაში „ჰარი პოტერის“ მოტივებზე, რომლებშიც საგნების რიგებში მოთავსება იქნება საჭირო.
აგრეთვე, 2020 წელს გამოვა ორი თამაში „ვარსკვლავური ომების“ მიხედვით. ამასთან დაკავშირებით Disney–თან შეთანხმება უკვე დადებულია.

Comments

comments