“სამაგალითო ხარ ჩემო ძმაო, ყოჩაღ” – თელავში პატრულის თანამშრომელმა გაჭირვებულს საკვები მიუტანა (ვიდეო)

433
SHARE

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ეხმარება პატრულის თანამშრომელი მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ახალგაზრდას.
პოლიციელმა გაჭირვებულს საკვები მიუტანა.
​როგორც პოსტიდან ირკვევა, პატრულის თანამშრომელი გიგა ქოროღლიშვილია.
“დღის ფოტო
გიგა ქოროღლიშვილი – სამაგალითო ხარ ჩემო ძმაო, ყოჩაღ!
#ჩვენგვყავსგმირიპოლიციელები
#სიკეთეგადამდებია”, – წერს კახა კუპატაძე.

ცნობისთვის, თელავში 7 ნოემბერს “ერეკლეობა 2019” აღინიშნა. ქალაქის მასშტაბით, დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო.

 

FB კომენტარები

კომენტარი