სალომე ღვინიაშვილის ბრჭყვიალა ახალი წელი – “შეგიძლიათ, ჩაცმულობაშიც გამაიმუნდეთ!..“

61
SHARE

სალომე ღვინიაშვილმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და აბაშიძეზე საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა. მას სწორედ იქ ვესტუმრეთ და საახალწლოდ რჩევებიც მივიღეთ მოდურ ტენდენციებთან დაკავშირებით. სალომემ რამდენიმე თავის კოსტიუმში ჩვენი ფოტოკამერის წინ იპოზიორა.

სალომე ღვინიაშვილი:

„წლევანდელი წელი ჩემთვის, მართლაც, წამრატებული იყო. დიდხანს ველოდებოდი ამას, რომ ჩემი ატელიე და ხაზი მქონოდა. ამას ვერ ვახერხებდი გარკვეული მიზეზების გამო, 8 წელიწადი არ მიცხოვრია საქართველოში. როცა თბილისში დავბრუნდი და დავფუძნდი, გადავწყვიტე ჩემი ბრენდის გაკეთება. ძალიან გახარებული ვარ, დილით ადგომა მიხარია, მოვდივარ და ვაკეთებ საყვარელ საქმეს.

აქ არის ატელიე, პატარა შოურუმი, მაღაზიას ალბათ, გაზაფხულიდან გავხსნი, თუმცა შოურუმის პრინციპიც მომწონს, ჯერ ორი კვირაა, რაც ვმუშაობთ და უამრავი ადამიანი მოდის. მოსწონთ და აფასებენ ხარისხს, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია. არის რაღაცები, რასაც აქ ვყიდულობ, მაგრამ, ძირითადად, ნაჭრები ჩამოტანილი მაქვს“.

წყარო: http://musicbox.ge

FB კომენტარები

კომენტარი