სალომე ფაჟავა: გული მწყდება, რომ ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ

87
SHARE

მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ტანმოვარჯიშე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მისი წარმატება, რომელსაც კიევში მიაღწია, ქართულმა მედიამ არ გააშუქა. “კიევში, “გრან პრის” ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან, დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემ მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ? #rustavi2#tvimedi #1tv #tvpirveli “, – წერს ფაჟავა სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი