სალომე ტეტიაშვილი – “ჩემი თავი არ მოგიშალოთ ღმერთმა!”

86
SHARE

მომღერალი სალომე ტეტიაშვილი  სოციალურ ქსელში მწვავე პოსტს აქვეყნებს:
”ყველა მაგრად მეუასებით, ვინც ჩემზე და არამარტო ჩემზე ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებთ. იჭორავეთ, იჭორავეთ და შორიდან უყურეთ სხვები ნაბიჯებს როგორ დგამენ წინ.
თქვენ, თქვენ რას აკეთებთ? განიხილავთ იმ ადამიანების ცხოვრებას,

  რომლებიც ნელი ნაბიჯებით ცდილობენ წინსვლას?

ამას ჯობია, თქვენც იგივე გააკეთოთ, რომ რაღაც აზრი მიეცეს თქვენს ცხოვრებას. სხვის ცხოვრებაში ხელების ფათურს, სხვის კრიტიკას და სხვაზე ჭორაობას ჯერ არავისთვის მოუტანია კარგი და მეეჭვება თქვენ მოგიტანოთ რამე სახარბიელო.
თვითკრიტიკით დაიწყეთ ყოველთვის და როცა დარწმუნდებით, რომ იდეალურები, უნაკლოები, უნიჭიერესები და უ უ უ უ-ები ხართ, მაშინ გაიშვირეთ სხვისკენ თითები.

ჩემი თავი არ მოგიშალოთ ღმერთმა!”.

FB კომენტარები

კომენტარი