საინფორმაციოდან, რომ იგებ,რომ მოკვდი, მაგრამ ცოცხალი ხარ – “რუსთავი 2”-ს სურათები შეეშალა

177
SHARE

სოციალური ქსელის მომხმარებელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გუშინ, “სარაჯიშვილის” მეტროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს. პოსტის თანახმად კი ირკვევა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მეტროში გარდაცვლილი ბიჭის მაგივრად, სხვისი სურათი აქვს გამოყენებული, რომელიც სინამდვილეში ცოცხალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მეტროსადგურ “სარაჯიშვილში” მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მატარებელმა დროულად გაჩერება ვერ მოასწრო და მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მეტრო შეფერხებით მუშაობდა.

FB კომენტარები

კომენტარი