საინტერესო ფაქტები ტომ კრუზის შესახებ

476
SHARE

ტომ კრუზი ჰოლივუდის ა კლასის მსახიობია. იგი 1980-იანი წლებში ყველაზე კაშკაშა ოქროს ბიჭუნა გახლდათ. ის სკოლის პერიოდში აქტიური მოჭიდავე იყო, მაგრამ, მუხლის დაზიანების გამო ჩამოშორდა სპორტს და მალე მიჰყო ხელი მსახიობობას. ეს აქტივობა მისთვის ორ მიზანს ემსახურებოდა: იკმაყოფილებდა ყურადღების მიპყრობის მოთხოვნილებას და ამასთანავე, ტექსტების დამახსოვრება ეხმარებოდა დისლექსიასთან გამკლავებაში.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ტომ კრუზის შესახებ.

  • მისი სრული სახელია ტომას კრუზ მაპოტერ მე-4.
  • ის 1962 წლის 3 ივლისს სირაკუზაში, ნიუ იორკში დაიბადა.
  • ტომს რეგულარულად ჩაგრავდნენ ყველა სკოლაში, რომელშიც 12 წლის განმავლობაში სწავლობდა. მან 15 სკოლა გამოიცვალა.
  • მან თავისი პირველი მოტოციკლი საკუთარი დანაზოგებით იყიდა 12 წლის ასაკში.
  • ტომი მორწმუნე კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა და გარკვეული პერიოდი, მღვდლობაც კი სურდა. 14 წლის ასაკში დაფინანსებაც კი მიიღო ცინცინატის სემინარიაში სასწავლებლად, თუმცა, ჰოლივუდისკენ მისწრაფება უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
  • ამჟამად ტომი ცნობილია საიენტოლოგიის ღრმა რწმენით. მართალია, იგი კათოლიკედ იზრდებოდა, მაგრამ მიმი როჯერსმა გააცნო მას ეს ახალი რელიგია, რომელსაც არაერთი ჰოლივუდელი მისდევს.
  • სამყაროთა ომების“ გადაღებების დროს, ტომმა საიენტოლოგიის კარვებიც კი მოაწყო
    მოხალისეებთან ერთად, სადაც საიენტოლოგიის მასალებს არიგებდნენ.
  • იგი ფილმებში არაერთხელ ასრულებს გმირის როლს, თუმცა, თავადაც გახდა გმირი, როცა 1998 წელს ქალი გაძარცვას გადაარჩინა, როცა თავდამსხმელს თავის დაცვასთან ერთად გაეკიდა.
  • 1996 წელს კი, როდესაც იგი შეესწრო, როგორ დაარტყა ქალს მანქანამ, მან ის საავადმყოფოში წაიყვანა. ხოლო როცა გაიგო, რომ მას დაზღვევა არ ქონდა, თავად გადაუხადა 7000 დოლარის ოდენობის თანხა.
  • 1994 წელს მან პილოტის ლიცენზია აიღო.
  • ავტორმა ენ რაისმა საჯაროდ გააკრიტიკა კრუზის მონაწილეობა ლესტატის როლში თავისი წიგნის „ინტერვიუ ვამპირთან“ 1994 წლის დიდ ეკრანიზაციაში. თუმცა, ფილმის ნახვის შემდეგ, მან Daily Variety-ს ორ გვერდიანი რეკლამის ადგილი იყიდა 7,740 დოლარად, შეაფასა მისი შესრულება და ბოდიში მოუხადა მას.
  • მისმა პარტნიორმა ფილმში „გარიყულები“ ერთხელ თქვა, რომ ტომი იმდენად დაკომპლექსებული იყოთავისი კბილებით, რომ ფოტოების გადაღებასაც თავს არიდებდა.
  • 2002 წელს იგი ბრეკეტებს ატარებდა კბილების გასასწორებლად, თუმცა, ხშირად უწევდა მათი მოხსნა გადაღებების გამო.
  • იცოდით, რომ დისნეიმ 1992 წლის ანიმაციის „ალადინის“ შექმნის დროს სწორედ ტომ კრუზი გამოიყენა მოდელად ალადინის სახის შესაქმნელად?

 

  • ის იყო პირველი მსახიობი, რომელიც მონაწილეობდა მიყოლებით 5 ფილმში („რამდენიმე კარგი ბიჭი“, „ფირმა“, „ინტერვიუ ვამპირთან“, „შეუსრულებელი მისია“ და „ჯერი მაგუაიერი“), რომელთაც 100 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს აშშ-ში.
  • სანამ ტონი სტარკის როლზე რობერტ დაუნი შეირჩეოდა, სწორედ ტომ კრუზი მოისაზრებოდა რკინის კაცად.
  • მას მოგებული აქვს 3 ოქროს გლობუსი. ასევე, 3-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა.
  • ტომის პირველი ცოლი იყო მსახიობი მიმი როჯერსი.
  • ნიკოლ კიდმანთან მისი ქორწინება 11 წელს გაგრძელდა. მათ 2 ბავშვი იშვილეს ამ პერიოდის განმავლობაში.
  • მათი ქორწინების პერიოდში ამბობდნენ, რომ ტომ კრუზი გეი იყო და ეს ქორწინება მას საჯარო იმიჯის გადასარჩენად სჭირდებოდა.
  • 2006 წელს იგი მსახიობ კეიტ ჰოლმსზე დაქორწინდა.
  • 2013 წელს კრუზმა აღიარა, რომ კეიტ ჰოლმსი მას ნაწილობრივ იმიტომაც დაშორდა, რომ მათი შვილი – სური საიენტოლოგიისაგან დაეცვა. მან ასევე აღიარა, რომ სური უკვე მათი ეკლესიის წევრი აღარაა.
  • ტომის სამივე ცოლი მასზე მაღალი იყო. ასევე, ყოველი მომდევნო წინაზე ახალგაზრდაც გახლდათ.

 

  • ცნობილია ტომსა და პენელოპა კრუზს შორის რომანტიული ურთიერთობაც 2001-2004 წლებში.

FB კომენტარები

კომენტარი