საით მივყავართ სიზმრებს?

263
SHARE

ჩვენს მატერიალისტურ სამყაროსა და ცნობიერებისთვის ალბათ ყველაზე დიდი მისტიკა და ამოუცნობი სამყარო  სიზმრის სამყაროა. დავამატებდი   სიკვდილის შემდეგთქო ყველაზე ამოუცნობი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიზმრისა და სიკვდილის სამყაროები ეზოთერულად ერთ განზომილებაში განიხილება ხშირად. როგორც დიდი ეზოთერიკოსები ამბობენ და ამტკიცებენ კიდეც სიზმარი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ასტრალური  სხეულის გარდასვლა ასტრალურ სამყაროში, შემდეგ კი ასტრალური სხეული ისევ უბრუნდება სხეულს და ვითომც არაფერი, მკვდრეთით აღდგომილი ბრუნდება ფიზიკურ რეალობაში. ეს არის სიკვდილის მაგვარი მინი ვერსია, როდესაც ასტრალური სხეული ტოვებს მიწიერ სხეულს, რაც სიკვდილის შემდეგაც იგივე ხდება, ოღონდ ასტრალურსა და ფიზიკურ სხეულს შორის არსებული სხეულის ორეული, რომელიც აკავშირებს მიწიერ და სულიერ სამყაროებს ერთმანეთთან არ ტოვებს ფიზიკურ სხეულს და უნარჩუნებს მას სასიცოცხლო ძალებს. შესაბამისად სანამ ასტრალში დავსეირნობთ სიზმრის სახით, ჩვენს სხეულთან კავშირში სხეულის ორეული გვეხმარება და სიცოცხლეს გვინარჩუნებს გარკვეული დროით.  შემდგომ ასტრალში განცდილს და ნანახს ჩვენი გონება მიწიერ სიბრტყეში ამუშავებს და მიწიერ ლოგიკაში სვამს. რაც გაღვიძების შემდეგ გვახსოვს, სინამდვილეში ტვინის მიერ მიწიერ ენაზე გადმოთარგმნილი ასტრალური მოვლენების ნაწილია. თუმცა სიკვდილის ფენომენის მკლვევარები ცოტა სხვაგვარადაც ხსნიან ამ ფაქტს. მაგალითად  ცნობილი თეოსოფის ჩარლზ ლედბიტერის ნაშრომებში გარდაცვლილთა სულების ზემოქმედების სხვადასხვა ხერხებია წარმოდგენილი, თუ როგორ ცდილობენ სულები სიზმრის მეშვეობით ახლობლებთან დაკავშირებას, ასე რომ მაინც ხდება ასტრალური ინფორმაციის გარკვეული ნაწილის აღქმა ჩვენს ცნობიერში.  გარკვეული სურათ-ხატებები იჭრება ჩვენს გონებაში, რადგანაც ასტრალური სამყარო გრძნობების, ემოციების სამყაროა და სწორედ ეს ემოციები ნამდვილად მოგვყვება სიზრმის შემდგომაც. ალბათ ბევრს გქონიათ სიზმარში ძლიერი სიყვარულის, ან შიშის და ანდაც სიხარულის განცდა, რომელიც რეალობაში ასეთი სიმძაფრით არ განგიცდიათ. ეს ასტრალური სამყაროა, ემოციების, შეგრძნებების და ფანტაზიების სამყარო. ასტრალის შესახებ სხვა სტატიაში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სიზმრებს.

სიზმარი არ არის მხოლოდ ასტრალური მოვლენა, ის ღრმა ფსიქოლოგიურ პროცესებსაც აღწერს და საკმაოდ კარგად შეგვიძლია სიზმრის მეშვეობით ჩვენს ფსიქოლოგიურ ღრმა პროცესებს ჩავწვდეთ. სიზმრის გარჩევების წიგნები მრავალფეროვანია.   ზოგი მხოლოდ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ეხება,  ზოგში ფსიქოლოგიურ-რეალური ფაქტორების ანალიზი მოყვანილი,  ზოგი კი მთლიანად ქვეცნობიერ სამყაროს  ეძღვნება.

 ახლა მოკლედ რომ ავხსნათ რა არის ქვეცნობიერი სამყარო

  სხვათაშორის ამ ქვეცნობიერს ასტროლოგიაში მთვარე მართავს და რომელ ზოდიაქოშიც ხვდება მთვარე, ადამიანის  ქვეცნობიერზე სწორედ ის ნიშანი ახდენს გავლენას. ქვეცნობიერი სამყარო საკმაოდ რთული სამყაროა. მისი გააზრება და განალიზება შეუძლებელია და მას ავტონომიური კანონები აქვს. მისი გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. ფსიქოლოგია სწორედ ქვეცნობიერ პროცესებს შეისწავლის, თუმცა ჩემის აზრით ფსიქოლოგია სადღაც ჩერდება და იმის იქით სწორედ ეზოთერული სამყარო მიდის. ეზოთერულ ფსიქოლოგიას რაც შეეხება ერთ საინტერესო აბზაცს მოვიყვან ოშოს ნაშრომებიდან. ერთი პაციენტი მივიდა მასთან, რომელსაც ოპერაციის შემდგომ არ გაუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირიქითაც გაუუარესდა, არადა ექიმები ახსნას ვერ უძებნიდნენ ამ ფაქტს. ჰიპნოზის მეშვეობით გაირკვა, რომ ოპერაციის დროს ქირურგები ერთმანეთში საუბრობდნენ ხელფასის მომატების თაობაზე, სადაც ერთი მეორეს ეუბნებოდა ხელმძღვანელთან დალაპარაკებოდა ხელფასის მომატების თაობაზე. ამ მეორემ უთხრა, რომ „ამას აზრი არ აქვს, აქედან მაინც არაფერი არ გამოვა“ ხოდა აღმოჩნდა რომ ამ სიტყვებმა პაციენტის ქვეცნობიერში ჩააღწია და ქვეცნობიერში გადაითარგმნა ისე, როგორც ამ ოპერაციას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა. მოკლედ რომ ვთქვათ შემდეგ მოხდა ამ ინფორმაციის გადაწერა და გაცნობიერება და მოიხსნა კიდეც ჯამრთელობის პრობლემები. ხშირად ასეთ არასწორ პროგრამებზე სიზმრები გვესაუბნრება, რა არასწორად ჩაიწერა ჩვენს ქვეცნობიერში, ან რა აწუხებს ჩვენს შინაგან მეს. სწორედ ამ შინაგანი სამყაროს პროცესების სიზმრების ანალიზზე წერს წინა საუკუნის სიზმრების ახსნის სპეციალისტი  მილერი. სხვათაშორის საკმაოდ კარგი ანალიზი აქვს მილერს, ყველაფერი მისტიკაზე და წინათგრძნობაზე არ აქვს მიწერილი. უმეტესად ცუდი სიზმარი ხალხს რაღაც ცუდის მომასწავლებელი ჰგონიათ, არადა შესაძლოა მხოლოდ ქვეცნობიერი ფობიები ან შფოთვა იყოს და მეტი არაფერი. მაგალითად მგელი სიზმარში ეზოთერულ ანალიზში მტერს და უბედურებას ნიშნავს, მილერის წიგნებში კი მარტოობის შეგრძნებას, ადამიანი შინაგანად ძალიან მარტოდ გრძნობს თავს, რასაც შესაძლოა ცნობიერად ვერც  კი გრძნობდეს. სიზმრების მეშვეობით ბევრი რამის გარკვევა შეგვიძლია ჩვენი შინაგანი სამყაროს შესახებ და მილერის სიზმრების ახსნის წიგნები ნამდვილად დაგვეხმარება ამაში.

 რაც შეეხება სიზმრების ეზოთერულ და მისტიურ მიმართლებებს

 ასტრალური სამყარო როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ მრავალფეროვანია და მიწიერ ენაზე უბრალოდ წარმოუდგენელია მისი გადმოცემა. როდესაც ადამიანი მიწიერი საკითხებით არის დაკავებული მისი ასტრალური სხეული მძიმდება  მძიმე მატერიით და ასტრალურ სამყაროში მაღალ შრეებში ვეღარ აღწევს. დაბალი ასტრალური შრე კი ყველაზე მძიმე სულებით და აზრის ფორმებით არის დაკავებული და შესაბამისად მძიმე სულების გარემოცვაში ხვდება ადამიანის ასტრალური სხეულიც. ის უსიამოვნებებიც, რაც სიზმარში გადახდებახოლმე თავს  სწორედ  ამ ასტრალური მძიმე სამყაროს შედეგია. ასე რომ ხშირად ვინც არ მიდის სწორი გზით, ან გადაიღალა საფიქრალით, ანდა არ ასრულებს თავის კოსმიურ მისიას, ანდა უბრალოდ დამძიმებული აქვს ენერგეტიკა,  შესაძლოა ღამის კოშმარები აწუხებდეს. ამიტომ იყო ყოველთვის ძილის წინა ლოცვის წაკითხვა სასარგებლო, რომ მოიხნას მძიმე მიწიერი ნეგატიური ფიქრები და სულიერ ფასეულობებზე გახდეს ადამიანი ორიენტირებული. კოშმარებიც შემცირდება და ძილიც მშვიდი გახდება ნამდვილად. ასე რომ სიზმრის სამყარო საკმაოდ ვრცელია და აქ როგორც მიწიერი, ისე სულიერი და ისე არაცნობიერი ნაწილია ჩაქსოვილი და მის ამოცნობას ინტუიცია, ცოდნა და დაკვირვება სჭირდება ნამდვილად.

არის კიდევ სიზმრების ნათელმხილველური სამყაროც. რელიგიურ წიგნებში ანგელოზები ხომ სიზმარში მოდიოდნენ ყოველთვის და ადამიანს გზას აჩვენებდნენ, თუ საით წასულიყო ის? წინასწარმეტყველური სიზმრები რა ფენომენია მოკლედ რომ ავხსნათ. საერთოდ ქვეცნობიერში მთელი სამყაროა მოქცეული. ეს არის მინი კოსმოსი, მასში მოთავსებულია წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ სრული ინფორმაცია. ქვეცნობიერი დაკავშირებულია სხვა სამყაროებთან, სხვა განზომილებებთან და ჩვენი სულის იმ ენერგიებთან, რომელიც სულიერ სამყაროებშია დარჩენილი. (სულის ენერგიების საკითხზე სხვა სტატიაში ვისაუბრებთ) ამიტომაც წინასწარმეტყველება არის ქვეცნობიერი ინფორმაციის ამოტივტივება ცნობიერში. კარტის მკითხაობაც მეტი არაფერია, თუ არა ქვეცნობიერი ინფორმაციის ცნობიერში გადმოსვლა ფიგურების მეშვეობით. სიზმარში კი სწორედ ეს ინფორმაცია მოდის ფიგურების სახით. საერთოდ მინდა ავსხნა, თუ რატომ არის სიზმარი სურათხატების მეშვეობით გადმოცემული. ანტროფოსოფი რუდოლფ შტაინერი ამას ხსნის იმით, რომ სანამ ადამიანი ამეტყველდებოდა მასში სურათხატის აღქმის უნარი იდო, სიმბოლოებით აღიქვამდა სამყაროს და არა აზრობრივად და გონებრივად. ამიტომაც რადგანაც ქვეცნობიერი უძველესი ადამიანური სამყაროს ნაწილია სიზმარშიც სწორედ სიმბოლიზმით საუბრობს ჩვენი ქვეცნობიერი და არა აზრობრივად, პირდაპირ და გასაგებად. ესეც საკმაოდ მნიშნველოვანი ფაქტორია სიზმრების ბუნდოვნებისა.

მოკლედ სულ ეს იყო სიზმრების შესახებ. იმედია საინტერესო გამოდგა თქვენთვის მცირედი ანალიზი სიზმრის სამყაროსი და გამოგადგებათ მომავალში ეს ინფორმაცია. თქვენ კი როცა დაიძინებთ ლამაზ, მშვენიერ და მხიარულ სიზმრებს გისურვებთ.

წყარო: http://ezoteria.ge/menu_id/12/id/17/

FB კომენტარები

კომენტარი