სათამაშო, რომელმაც ლეკვი იმსხვერპლა – რას ყვება ძაღლის პატრონი (ფოტო)

102
SHARE

ამერიკელი ინდირა ტაკლერი ოქროსფერი რეტრივერების მოშენებით არის დაკავებული და, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცის ძაღლების მოვლის შესახებ. თუმცა, ამ ცოდნამაც კი ვერ გადაარჩინა მისი ერთ-ერთი ოთხფეხა მეგობარი.
ინდირამ თავისი ძაღლებისთვის ახალი სათამაშოების ყიდვა გადაწყვიტა. მისი არჩევანი განასკვულ თოკებზე შეჩერდა. ეს სათამაშო ძალიან პოპულარულია ძაღლების მეპატრონეებში თავისი სანდოობისა და სიმაგრის გამო. ქალმა ისინი ზოომაღაზიაში შეიძინა და სახლში მიიტანა. თუმცა, მისმა ძაღლებმა ეს თოკები იმავე დღეს გაღრღნეს და დაშალეს, ამიტომ, ინდირამ ნარჩენები შეაგროვა, გადააგდო და, უბრალოდ, დაივიწყა.
მოულოდნელად კი მისმა ერთი წლის ლეკვმა უცნაური ქცევა დაიწყო. მას კუჭი აეშალა, გული ერეოდა, ვერაფერს ჭამდა, მაგრამ ბევრ წყალს სვამდა. ინდირამ გადაწყვიტა, რომ ლეკვმა რაღაც ცუდი ჭამა, ან პარაზიტები აიკიდა და კლინიკაში გამოკვლევაზე მიიყვანა. სიმართლე კი ბევრად უფრო საგანგაშო აღმოჩნდა.
„ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც ექიმებმა კუჭიდან თითქმის ერთი მეტრის სიგრძე თოკი ამოუღეს და ნაწლავების 35 მეტრი მოკვეთეს. მეორე ოპერაციის გაკეთება ვერც მოვასწარით, პატარას სეფსისი დაეწყო და სისხლის დენით მოკვდა“, – ამბობს მეპატრონე.
ამის შემდეგ, მან „ფეისბუქში“ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ცხოველების პატრონებს ამ თოკიანი სათამაშოების საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ინდირა იმედოვნებს, რომ მისი პატარა მეგობარი ბოლო იქნება, რომელიც ასეთმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

 

FB კომენტარები

კომენტარი