საზარელი ისტორია – პედოფილი ბერები ბავშვებს აწამებდნენ: გვცემდნენ და გვაუპატიურებდნენ…

566
SHARE

 

შოტლანდიაში ერთ-ერთი საბავშვო სახლის აღსაზრდელები ალაპარაკდნენ.
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ერთ-ერთი კათოლიკური დაწესებულების მოსწავლემ არა მხოლოდ გაამხილა საშინელი საიდუმლო, არამედ მოძალადეებიც ამხილა.
ახლა ბრალდებულის სკამზე 10 ადამიანი ზის.
როგორც ამბიდან ირკვევა, ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.
კათოლიკური ინტერნატის აღსაზრდელებს შოტლანდიაში საგამოძიებო სამსახური გადარჩენილებს უწოდებს, რადგან შესაძლოა ისინი იმ დაღუპულთა შორის ყოფილიყვნენ, რომლებიც, ლარნაკაში, საერთო საფლავში არიან დაკრძალულები.
“მე, ჩემი ძმა და და, შესაძლოა, 50 წლის წინ იმ საერთო საფლავში ვყოფილიყავით. არ მესმის როგორ გადავრჩით. ჩვენ გვცემდნენ, წყლით სავსე ჯამში გვახრჩობდნენ, გვაშიშვლებდნენ და ა.შ.. არ შეიძლებოდა, რომ მოწყალების დებისთვის, რომლებიც გვივლიდნენ, შეგვეხედა ან გავსაუბრებოდით. ჩვენ გვაუპატიურებდნენ, გოგოებს, ბიჭებს, ყველას. ეს ყველაფერი ჩვენთან დარჩა, არსად წასულა, არც ჩემგან, არც ჩემი და-ძმისგან. ჩვენ ცხოვრება დაგვინგრიეს”,- ამის შესახებ ინტერნატის ერთ-ერთი აღსაზრდელი მარია პიჩეი ყვება.
მარიას თქმით, თავშესაფარში არ იყვნენ არც სოციალური მუშაკები, არც ექიმები.
ეს სრულად იზოლირებული დაწესებულება იყო, რომელსაც საკუთარი წესები და კანონები ჰქონდა. არავითარი კომისია მას არ ამოწმებდა.
როდესაც მარიამ თავშესაფარი დატოვა, მან აღსაზრდელებზე პოლიციაში ორჯერ დაწერა განცხადება. ორივეჯერ მის განცხადებას ყურადღება არავინ დაუთმო, ვინაიდან დანაშაულის ვადა ამოიწურა.
მთავრობამ და ჟურნალისტებმა ამ საკითხის გარკვევა დაიწყეს. ჟურნალისტებმა არქივში 402 გარდაცვალების მოწმობა იპოვეს. მათი სიკვდილის მიზეზად ტუბერკულოზისა და პნევმონიის გარდა თავის ქალის ტრავმებიც იყო მითითებული.
ბერები  ამტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგში იყო და უარყოფენ, რომ გოგონები შიმშილისგან გასეირნებისას ფოთლებს ჭამდნენ, მოწყალების დები კი 30 ბავშვს ერთდროულად საერთო აბაზანაში ბანდნენ. ბავშვები სანაგვე ურნებთან, ვირთხების გარემოცვაში თამაშობდნენ.
2019 წელს ბერების  დაკითხვა დაიწყება. ისინი სექსუალურ ზეწოლასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხებენ.

Comments

comments