საზამთროს მურაბა

2040
SHARE

ინგრედიენტები:
1 კგ. საზამთროს გაფცქვნილი და დაჭრილი ქერქი;
შაქარი -1,5 კგ; წყალი – 3 ჩ/ჭ;
სოდა – 1,5 ჩ/კ; ვანილი გემოვნებით.

მომზადების წესი: საზამთროს ქერქს მოვათალოთ მწვანე გარეთა გარსი და დავჭრათ მართკუთხედებად. საზამთროს ქერქის თითოეული ნაჭერი დავჩხვლიტოთ ჩანგლით. ჭიქანახევარ ცხელ წყალში გავხსნათ სოდა, ცალკე ქვაბში ჩავასხათ 5 ჭიქა ცივი წყალი, დავასხათ სოდიანი წყალი და ჩავყაროთ საზამთროს დაჭრილი ქერქი. ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ოთხი საათის განმავლობაში. შემდეგ გადავწუროთ და საზამთროს ქერქები დიდხანს ვრეცხოთ გამდინარე წყალში. ქვაბში, სადაც შემდეგ მურაბა მოიხარშება, ჩავასხათ 3 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩავაყაროთ 700 გრამი შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
სიროფში ჩავყაროთ გამზადებული საზამთრო და ვადუღოთ15-20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ასე გავაჩეროთ ერთი დღე. მეორე დღეს კვლავ დავდგათ ცეცხლზე, დავაყაროთ დარჩენილი 800 გრამი შაქარი, ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ცეცხლიდან გადმოდგმის დროს ჩავყაროთ ვანილი.

FB კომენტარები

კომენტარი