სავაჭრო ცენტრში მამაკაცი მოულოდნელად აალდა (ვიდეო)

114
SHARE

მაროკოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ინციდენტი მოხდა, რომელიც თვითმხილველებმა ტელეფონებით გადაიღეს. ახალგაზრდა ბიჭი ცენტრის ერთ-ერთ სართულზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას მოულოდნელად ცეცხლი მოეკიდა.

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდას ჯიბეში სხვადასხვა გაჯეტების დასატენი მოწყობილობა ედო, რომელიც აფეთქდა. დაწესებულების თანამშრომლები და კლიენტები მის დახმარებას შეეცადნენ, მათ ცეცხლმაქრიც გამოიყენეს, თუმცა თითქმის ყველაფერი, რაც მას ეცვა, უკვე აალებული იყო.

ადგილზე მედიკოსები გამოიძახეს, რომლებმაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია.

FB კომენტარები

კომენტარი