„სავაში“ გურიაში დაკრძალვაზე იმყოფებოდა – მურატ ილდირიმი სოფელ მთისპირში შენიშნეს

369
SHARE

 

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ცნობილი თურქი მსახიობი და საქართველოში სუპერ-პოპულარული მურატ ილდირიმი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში იმყოფებოდა. მსახიობი დაკრძალვაზე, თან გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავს ახლდა.

მას შემდეგ,  რაც   მსახიობი  საქართველოში ცნობილი  გახდა, ის ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო აქციებში და  ჩამოდის თბილისსა და ბათუმში. ამას გარდა, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ მან მოახერხა ქართველი ქალბატონებისთვის მარიო ჩიმარო ჩაენაცვლებინა.

საქართველოში პოპულარული და ცნობილი, ის თურქული სერიალიდან “სიყვარული და სასჯელი” გახდა. ილდირიმი 1979 წლის 13 აპრილს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კონიაში დაიბადა. დედა თარჯიმანი იყო, მამა კი ლიტერატურის მასწავლებელი. ცნობილია, რომ სავაშ ბალდარის როლის შემსრულებელი 2013 წლამდე ოფიციალურად დაქორწინებული იყო ქართველ ლარისა მიქელაძეზე, რომელსაც 2013 წლის 21 იანვარს გაშორდა.

FB კომენტარები

კომენტარი