სად წავიდა ივლიტას დაკრძალვის შემდეგ მისი მეუღლე- ცხოვრება უაზრობად ექცა

89
SHARE

„ძალიან ცუდად არის. ცხოვრება უაზრობად ექცა. დათო ახლა ქარელის რაიონში მონასტერშია წასული. აქ ყოფნა გაუჭირდა. სამსახურშიც გავიდა, თუმცა ვერ იმუშავა“,- ასე ახასიათებს 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა (მამა გიორგი)ივლიტას მეუღლის დათო სიხარულიძის მდგომარეობას.
მამა გიორგიმ ჟურნალ „სარკესთვის“ მიცმეულ ინტერვიუში ყველა იმ ახალგაზრდას გადაუხადა მადლობა, ვინც მისი შვილის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა.
„მადლობას ვუხდი ათასობით ახალგაზრდას, ვინც შიშველი ხელებით შლიდნენ მიწას და ეძებდნენ ივლიტასა და მარიამს. სანამ არ იპოვეს გვერდიდან არ მოგვშორდნენ“, – განაცხადა მამა გიორგიმ.
13 ივნისს მოსულმა წვიმამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის ივლიტასი და მისი მეგობრის მარიამ ქუთელიასი. სტიქიის ღამეს ივლიტა, დათო და მარიამი სიცოცხლისთვის ერთად იბრძოდნენ, თუმცა ამათგან სასწაულებრივად მხოლოდ ივლიტას მეუღლე, დათო გადარჩა, რომელმაც ტკივილის სესამსუბუქებლად მონასტერს მიაშურა.

FB კომენტარები

კომენტარი