სად ჩამოვარდა ჩინური კოსმოსური სადგური – სააგენტოს განცხადება

431
SHARE

ჩინური კოსმოსური სადგური Tiangong-1 ატმოსფეროში დაბრუნდა და წყნარი ოკეანის თავზე დაიწვა, “ტელეგრაფის” ცნობით, ამის შესახებ განცხადება ჩინეთის კოსმოსურ საგენტოში გააკეთეს.
სადგური ატმოსფეროში, შუაღამისას, დაახლოებით, 1.15 საათზე შემოვიდა.
მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, დედამიწის რა ნაწილში შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო 8.5 ტონის სიმძიმის კოსმოსური სადგური, რომელიც 2011 წელს გაუშვეს, 2016 წელს კი ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ სადგურის ფუნქციებმა მარცხი განიცადა და მასზე კონტროლი დაკარგეს.
ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილებად მოიაზრებოდა ჩრდილოეთ ჩინეთი, შუა აღმოსავლეთი, ცენტრალური იტალია, ჩრდილოეთ ესპანეთი, აშშ-ს ჩრდილოეთი შტატები, სამხრეთ ამერიკა და სამხრეთ აფრიკა.
რუკაზე, რომელზეც ნაწილების დაცემის სავარაუდო მონაკვეთები ყვითლად და მწვანედ იყო აღნიშნული, რისკის ზონაში მოხვდა საქართველოც.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი