სად ქრება ცხიმი წონის დაკარგვის შემდეგ?

210
SHARE

სად ქრება ცხიმი წონის დაკარგვის შემდეგ? დღემდე არსებული მოსაზრებით, ცხიმოვანი ქსოვილი ენერგიად გარდაიქმნება. თუმცა, ბიოლოგებმა ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან, ჩატარებული კვლევის შედეგად დაამტკიცეს, რომ აქამდე ადამიანის ცხიმოვან ქსოვილებზე მცდარი წარმოდგენა გვქონდა.
კვლევამ აჩვენა, რომ წონის დაკარგვის დროს ცხიმის 84% გარდაიქმნება ნახშირორჟანგად და ორგანიზმს ფილტვების საშუალებით ტოვებს, დანარჩენი 16% კი წყლის სახით გამოდის ორგანიზმიდან.
“როგორც აღმოჩნდა, ფილტვები წონის დაკარგვის დროს ცხიმის გამოყოფის მთავარი ორგანოა. წყალი კი ორგანიზმიდან განავალთან, ოფლთან, სუნთქვასა და ცრემლთან ერთად გამოდის”, – განმარტავენ მეცნიერები.
მეცნიერების აზრით, სიგამხდრე შესაძლოა უფრო მავნებელი იყოს, ვიდრე ზედმეტი წონა.
კვლევის თანახმად, 10 კილოგრამი ცხიმის დაწვის დროს გამოიყოფა 28 კილოგრამი ნახშირორჟანგი და 11 კილოგრამი წყალი. “ამ შედეგებმა ძალიან გაგვაკვირვა”, – ამბობს ბიოლოგი ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან რუბენ მეერმანი.
რას ნიშნავს იყო ვეგეტარიანელი და საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის კვების ამგვარი რეჟიმი?
მეცნიერების თქმით, ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჭარბი წონისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა დიეტა და ფიზიკური დატვირთვა.

წყარო:http://www.allnews.ge

FB კომენტარები

კომენტარი