„სად უნდა ისწავლონ ადამიანობა?“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა

504
SHARE

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ბებოს, ფეისბუქის გვერდზე სტატუსით ეხმიანება.
“ისე მოსწონთ თავიანთი “იუმორი”, ვიდეოც კი გაავრცელეს, რომ სხვებიც აცინონ. არ იფიქროთ, რომ გასაკიცხად გამოვფინე. ამ ვიდეოს რომ ნახავ, ცხადია, მარტივია, თქვა, ოი, ოი, ოი, ეს როგორ შეიძლებაო. არადა, ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ. კიდევ კარგად არიან. სად უნდა ისწავლონ ადამიანობა? აქ ხომ უსისხლო უნდა იყო, ტანკში უნდა იჯდე, რომ გადარჩე? დღეს ჩამოვედი ევროპიდან. ისეთი პატარა, ციცქნა მანქანებით მოძრაობენ, ყველაფერი, რასაც თვალი ხედავს, ისე ფაქიზია, არაფერი არ გთრგუნავს. აქ კი არავინ არ ენდობა ერთმანეთს, ამ ვიწრო ქუჩებში, საათიან საცობებში “გრუზავიკებით” დადიან, ავარია თუ მოუვათ, სხვა რომ მოკვდეს. თითქოს რა შუაშია ეს ორი რამ ერთმანეთთან ხო? მაგრამ ყველაფერი, ყველა გამოვლინება შუაშია და თავშია”, – წერს ფანჯიკიძე.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა. ვიდეო წყალტუბოს რაიონშია გადაღებული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც როგორც გაირკვა, მოხუცის შვილიშვილია. კადრში ჩანს ასევე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

FB კომენტარები

კომენტარი