სად უნდა იმოგზაუროთ 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

455
SHARE

ზოდიაქოს ნიშანი თქვენი ხასიათის თავისებურებების, სურვილების მაკონტროლებელია. 2018 წელს თქვენთვის საოცნებო მოგზაურობის მისამართი შესაძლოა სწორედ თქვენი ასტროლოგიური ნიშნის საფუძველზე ამოიცნოთ…

ვერძი, ამერიკის შეერთებული შტატები – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამაინები მუდამ რაღაც განსხვავებულს ეძებენ, ამიტომაც მათთვის არიზონასა და იუტას შტატებში მოგზაურობა შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება.

კურო, ტაილანდი – ტაილანდი ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებითა და პეიზაჟებით, სადაც კუროებს დაუვიწყარი მოგზაურობა და რელაქსაცია ელოდებათ.

ტყუპები, სინგაპური – სამოგზაუროდ წელს სინგაპურს უნდა ესტუმრონ, ისინი ადვილად ადაპტირდებიან გარემოსთან, რაშიც იუმორის გრძნობაც დიდად ეხმარებათ, ასეთი ტიპის ინტელექტუალები სინგაპურში უამრავ საინტერესო თავგადასავალს უნდა ელოდონ.

კირჩხიბი, იტალია – კრეატიული და ემოციური კირჩხიბები წელს იტალიას უნდა ეწვიონ და დატკბნენ ამ ქვეყნის ულამაზესი ხედებით.
ლომი, ავსტრალია – ლომები მოზღვავებული ენერგიის დახარჯვას ამ ულამაზეს ქვეყანაში მოახერხებენ. ესტუმრებიან ჯუნგლებს, დაკავდიან წყლის სპორტითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, რომელსაც ავსტრალია სთავაზობთ.

ქალწული, ინგლისი – ინგლისი თანამედროვე და გონიერი ადამიანების ქვეყანაა, განსაკუთრებული შთაბეჭდილებაით ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნახვა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს.

სასწორი, მალდივის კუნძულები – ულამაზესი სანაპიროები შთაგონებითა და ენერგიით აავსებს სასწორს.

მორიელი, დანია – თანამედროვე და ულამაზესი ქვეყანა არაზედაპირული ხასიათის მორიელებისთვის.

მშვილდოსანი, ინდოეთი – მათთვის 2018 წლისთვის სამოგზაუროდ ინდოეთში წასვლა კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ადგილი შთაგონების წყარო გახდება ოპტიმისტი და მოაზროვნე მშვილდოსნებისთვის.

თხის რქა, ჩინეთი – მათ უყვართ ფილოსოფია, ისტორია, აღმოჩენები და სწორედ ჩინეთია ის ადგილი, სადაც ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებენ და ბევრ საინტერესო თავგადასავალს აღმოაჩენენ.
მერწყული, იაპონია – მერწყულები შემოქმედებითი ბუნებით გამოირჩევიან, ამიტომაც აქ კრეატიული ხელოვნება და კულტურა მოხიბლავთ.

თევზები, ეკვადორი – საუკეთესო ადგილი სამოგზაუროდ 2018 წელს თევზებისთვის ეკვადორია. აქ მეგობრული გარემო დაგხვდებათ, ულამაზესი ბუნებითა და ძალიან მეგობრული ადგილობრივი მაცხოვრებლებით

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი