სად და როდის გაიმართება ბერას ქორწილი და რომელი ანსაბლი მიიწვია ყოფილმა პრემიერმა

276
SHARE

ბიძინა ივანიშვილს და ანსამბლ “ერსიონის” ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს უკვე ათწლეულებია დიდი მეგობრობა აკავშირებთ… ისიც ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი “ერისიონის” კონცერტებს თითქმის ყოველთვის ესწრება.
ბატონმა ჯემალმა  ცოტა ხნის წინ “კვირის პალიტრასთან”  საუბრისას განაცხადა, რაოდენ მოსწონს ბატონ ბიძინას მათი შემოქმედება.
“ძალიან მოსწონს ჩვენი ანსამბლი! გენიოსი კაცია, სასწაული პიროვნება! თავისი ქვეყნისთვის გადადებული და მოყვარული! მახსოვს, მითხრა: პარიზში თქვენი 24 კონცერტიდან 22-ს დავესწარიო… ძალიან უყვარს და კარგად ერკვევა ქართულ ფოლკლორში.
ჩვენი ერთ-ერთი ურთულესი დადგმა ისე გაარჩია, ვუთხარი, – ბატონო ბიძინა, ასე მგონია, თქვენი დადგმულია, იმდენად კარგად გაიგეთ-მეთქი… სუფრასთანაც ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად ყოფნა, ძალიან კომუნიკაბელურია. თითით საჩვენებელი, უმშვენიერესი ოჯახი აქვს.
გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში ასეთი ხალხი! ბიძინა ივანიშვილი ვაჟის – ბერას გაბედნიერებით ძალიან ძალიან გახარებულია, აქებდა გადასარევი ოჯახიშვილიაო…”
შეგახსენებთ, ბერას რჩეული მომხიბვლელი მოდელი ნანუკა გუდავაძეა, წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის. როგორც გაირკვა, ნანუკა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.
ამჯერად ბატონმა ჯემალმა გაგვანდო, რომ ბერა ივანიშვილის ქორწილში ანსამბლი “ერისიონი” სრული შემადგენლობით არის მიწვეული… მისივე თქმით, ქორწილი 11 ნოემბერს, საქართველოში, კოჯორში, კერძოდ, “ბიოლიში”, ვიწრო წრეში გაიმართება.
თუ რომელი ხელოვანებია კიდევ მიწვეული, ამის შესახებ ჯემალ ჭკუასელი ინფორმაციას არ ფლობს, მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ “სუხიშვილები” არ დაუპატიჟიათ… ამის შესახებ ნინო სუხიშვილსაც ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ქორწილის თაობაზე არაფერი იცის.
თუ რატომ აირჩიეს ეს ადგილი ქორწილისთვის ივანიშვილებმა, ჯემალ ჭკუასელმა განგვიმარტა, რომ სუფთა ჰაერზე სურდათ ქორწილის გადახდა… ცნობილია, რომ ჯემალ ჭკუასელი უბადლო თამადაა და ხშირად უთამადია იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილიც ყოფილა სუფრაზე, მაგრამ ამჯერად იგი თამადა არ იქნება და ჯერჯერობით არ იცის ვინ უხელმძღვანელებს ბერა ივანიშვილის ქორწილის სუფრას.
“ქორწილში მთელი ანსამბლი მიგვიწვიეს, მაგრამ თამადა მე არ ვიქნები”, – გვითხრა მან.

წყარო:https://www.kvirispalitra.ge

Comments

comments