სად გაუჩინარდა ერდოღანი – სოცმედიაში მისი გარდაცვალების შესახებ ალაპარაკდნენ

377
SHARE

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მრჩევლის, იასინ აქტაის განცხადებით, ერდოღანი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

აქტაის აღნიშნული კომენტარის გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც სოციალურ ქსელში ერდოღანის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

„ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ყოველ წელს, ამ დროს, როგორც წესი, ჩვენი პრეზიდენტი შვებულებაშია. ამ დროს მისი გაუჩინარება სპეკულაციების მუდმივ საბაბს იძლევა“, – აღნიშნა ერდოღანის მრჩეველმა.

მისივე შეფასებით, პირველად მსგავსი ჭორი არაბულ სოციალურ მედიაში გავრცელდა, რაზეც „ტროლების არმია“ მუშაობს.

FB კომენტარები

კომენტარი