სიბრაზით სომხეთი ერაყს უსწრებს – მსოფლიო კვლევის შედეგები

58
SHARE

ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა – “მთელს მსოფლიოზეა გაბრაზებული”. ამას, ძირითადად, ახალგაზრდებზე ამბობენ ხოლმე, მაგრამ თითქმის ყველა ადამიანი განიცდის სიბრაზეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის სხვადასხვა რამეა; შესაძლოა, იყოს იმედგაცრუება, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიჰყავს ის, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობაც ან გაუგებრობა სამსახურში.
Gallup Global Emotions-ი ყოველწლიურად სხვადასხვა ემოციის მიხედვით აფასებს ქვეყნებს, მაგალითად სტრესული მდგომარეობის, შეშფოთების ან სიბრაზის მიხედვით და შესაბამის ანგარიშს აქვეყნებს. სიბრაზეს აქვს ტენდენცია, გამოვლინდეს მსოფლიოს კონკრეტულ ნაწილებში, განსაკუთრებით ეს ახლო აღმოსავლეთით იგრძნობა.
Gallup-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მძაფრად სიბრაზეს განიცდიან სომხეთში – 45%, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში. მომდევნოა ერაყი, სადაც მრავალი წელია, ომი მიმდინარეობს. მათ საკმაოდ დიდი სია აქვთ, თუ რაზე შეიძლება, იყვნენ გაბრაზებულები. ის მოიცავს ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო დახმარების არქონას. ერაყი მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანა სიბრაზის მიხედვით და მისი მაჩვენებელი 44%-ია. აღნიშნული სტატისტიკის მესამე ხაზს ირანი 43%-ით იკავებს. ირანელი ხალხი უკმაყოფილოა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური იმედგაცრუებებით, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ბოლო დროს გაცილებით მეტად გამომჟღავნდა.
აღნიშნული სტატისტიკა, ასევე, იყოფა ასაკის მიხედვით. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გაბრაზებული 15-დან 30 წლამდე ადამიანები არიან.

FB კომენტარები

კომენტარი