სად არის რკინის ტახტი? თამაში got-ის ფანებისთვის

36
SHARE

ტელეკომპანია HBO-მ, 19 მარტს, კონკურსი გამოაცხადა, რომელიც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონს უკავშირდება. თამაშის წესები ასეთია: მსოფლიოს მასშტაბით, დამალულია ლეგენდარული რკინის ტახტის ასლები. კონკურსის მონაწილეებმა ტახტები კონკურსის დასრულებამდე უნდა იპოვონ. თამაშის ორგანიზატორები, მინიშნების სახით, 360-გრადუსიან ვიდეოს ტოვებენ, რომელზეც ტახტი ჩანს. ამ დრომდე, შვედეთში, ესპანეთში, ბრაზილიასა და ინგლისში 4 ტახტია ნაპოვნი. ორს ჯერ კიდევ ეძებენ; აქედან, ერთის ფოტო უკვე გამოქვეყნდა და ვარაუდობენ, რომ ის კანადაში, ან ისლანდიაში ინახება. ბოლო, „უცნობი“ ტახტი, მხოლოდ მეხუთეს პოვნის შემთხვევაში გამოქვეყნდება.

FB კომენტარები

კომენტარი