საბჭოთა სექსის ინსტრუქციები

377
SHARE

გთავაზობთ უტოპიურ და უჩვეულო ინსტრუქციებს, რომლებიც საბჭოურ ეპოქაში გამოქვეყნდა. მათ შორის ნამდვილი “მარგალიტი” პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსია.

1924 წელს გამოცემული ბროშურა “რევოლუცია და ახალგაზრდობა” ახალგაზრდა პროლეტარებს სქესობრივი ცხოვრების 12 ოქროს წესს სთავაზობდა:

1. პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.

2. აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.

3. სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.

4. სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.

5. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.

6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება.

7. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.

8. ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.

9. სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს.

10. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.

11. დაუშვებელია ეჭვიანობა.

12. კლასს შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.

პროლეტარული საზოგადოების ლიდერებს ცოლ-ქმრის ურთიერთობის დეტალებიც გათვლილი ჰქონდათ. 60-იანი წლების ბოლოს ჟურნალი “დომოვოდსტვო” ქალს სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესებს კარნახობდა:

“გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ – დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ”.

იგივე გამოცემა რჩევებს მამაკაცებსაც სთავაზობდა:

“სქესობრივი აქტის შემდეგ მეუღლეს სააბაზანოში გასვლის საშუალება მიეცით, მაგრამ უკან არ გაყვეთ. აცადეთ, განმარტოვდეს, შეიძლება ტირილი უნდა”.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი