საბედისწერო შემთხვევითობა – სუპერმარკეტში, სადაც მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, მოქალაქეებთან ერთად საკუთარი დაც მოკლა (ვიდეო)

85
SHARE

ჯავშანჟილეტში გამოწყობილმა 24 წლის კონორ ბეტსმა აშშ-ში, ქალაქ დეიტონში ცეცხლი გახსნა და 9 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 27 ადამიანი. ამბავი, თავისთავად, ტრაგიკულია, თუმცა  მას კიდევ უფრო მძიმე ფონს აძლევს ის ფაქტი, რომ თავდამსხმელმა სროლის დროს საკუთარი დაც იმსხვერპლა.

22 წლის მეგან ბეტსი სუპერმარკეტ “ვოლმარტში” იმ დროს იმყოფებოდა, როცა მისმა უფროსმა ძმამ უდანაშაულო ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ დაღუპულთა სიაში მეგანის გვარიც აღმოჩნდა, რამაც თავდამსხმელსა და დაღუპულს შორის კავშირის ეჭვი გააჩინა და დადგინდა, რომ მეგანი ნამდვილად თავდამსხმელი უმცროსი დაა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკაში მასობრივი სროლების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გარდა “ვოლმარტის” შემთხვევისა, უცნობმა პიროვნებამ ცეცხლი დაუნთაუნშიც გახსნა, არიან დაშავებულები.

პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, ტეხასისა და ოჰაიოს შტატში მომხდარი მასობრივი სროლის გამო 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

FB კომენტარები

კომენტარი