საახალწლო სალათი “საათი“

310
SHARE

ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 300 გრ,
კვერცხი – 5 ცალი,
ქლიავის ჩირი – 150 გრ,
ნიგოზი – 100 გრ,
ყველი – 100 გრ,
მაიონეზი – 1 შეკვრა,
მარილი – გემოვნებით,
სტაფილო – 1 ცალი – მოსართავად.

მომზადების წესი: ფილე მოვხარშოთ და კუბიკებად დავჭრათ. ქლიავის ჩირი – წვრილად. ნიგოზი დავაბლენდეროთ. კვერცხი მოვხარშოთ, შემდეგ გული და ცილა გავაცალკეოთ. ყველი, კვერცხის ცილა და გული წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ავაწყოთ ფენებად: 1 ფენა: წავუსვათ ფილე და მაიონეზი. მე-2 ფენა: ქლიავი და მაიონეზი. მე-3 ფენა: გახეხილი ყველი და მაიონეზი. მე-4 ფენა: ნიგოზი და მაიონეზი. მე-5 ფენა: კვერცხის ცილა. ბოლოს საათის ციფერბლატი წვრილად დაჭრილი სტაფილოსგან გავაკეთოთ.

Comments

comments