საახალწლო სალათა

73
SHARE

ინგრედიენტები: კარტოფილი – 2 ცალი, სტაფილო – 2 ცალი, კვერცხი – 4 ცალი, ყველი – 75 გრ, ქათმის ფილე – 100 გრ, მწვანე ხახვი – 3 ცალი, მარილი – გემოვნებით, მაიონეზი – გემოვნებით, კამა – მოსართავად.

მომზადების წესი: კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ცალკე ქათმის ფილე მოვხარშოთ და შემდეგ კუბიკებად დავჭრათ. ყველი გავხეხოთ, მწვანე ხახვი კი წვრილად დავჭრათ. კვერცხი მოვხარშოთ. ცილა და გული დავაშოროთ. სალათა შემდეგი თანამიმდევრობით ავაწყოთ. პირველი ფენა ფილე. შემდეგ მაიონეზი – ხახვი – კარტოფილი – მაიონეზი -ყველი – მიონეზი – სტაფილო – მაიონეზი -კვერცხის ცილა – მაიონეზი და კვერცხი გული. ბოლოს კი კამით გავაფორმოთ.

FB კომენტარები

კომენტარი