საახალწლო ორცხობილა

1552
SHARE

ინგრედიენტები: კარაქი – 100 გრ, ფქვილი – 200 გრ, კვერცხი – 1 ცალი, შაქარი – 150 გრ, გამაფხვიერებელი – 1 ჩაის კოვზი, მარილი – ერთი მწიკვი, შაქრის პუდრა – 250 გრ, საკონდიტრო მოსართავი – გემოვნებით, კაკაო – 2 სადილის კოვზი.

მომზადების წესი: კარაქი ორად გავყოთ. ერთ ნაწილს შაქარი შევურიოთ, მეორე კი ცეცხლზე გავადნოთ და მიღებულ მასა შაქრიან კარაქს დავუმატოთ. შემდეგ მარილი, გამაფხვიერებელი, კვერცხი და ფქვილი დავუმატოთ. კარგად ავურიოთ და 30-40 წუთი დავტოვოთ. ცომი 4-5 სანტიმეტრზე დავაბრტყელოთ. ფორმების მეშვეობით ამოვჭრათ ფიგურები. ფირფიტას ზეთი წავუსვათ. ორცხობილები მოვათავსოთ და ჩანგლით დავჩხვლიტოთ, რომ არ გაიბეროს. ღუმელში 250 გრადუსზე 7 წუთით ვაცხოთ. სანამ ორცხობილა გამოცხვება, გლაზური მოვამზადოთ: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ, შაქრის პუდრა შევურიოთ და კარგად ავურიოთ. ბოლოს გლაზური ორცხობილას მოვასხათ და საკონდიტრო მოსართავებით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი