„საახალწლო კანიბალიზმი” – უკრაინის Barhot-ში “ახალშობილი” შეჭამეს (ვიდეო)

100
SHARE



  ”საახალწლო კანიბალიზმი უკრაინაში” – ასეთი შეფასება მისცეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, 11 იანვარს, youtube – ზე ატვირთულ ვიდეოს, სადაც ერთ-ერთი ბარის Barhot -ის სტუმრებმა ” რუსი “ახალშობილი” მიირთვეს.

სინამდვილეში, ბარის სტუმრებმა იმიტაცია გაითამაშეს და რუსი ახალშობილი, მხოლოდ და მხოლოდ ნამცხვარი იყო, რუსი კი მას იმიტომ უწოდეს, რომ ახალშობილის ფორმის ნამცხვარს რუსეთის დროშის შეფერილობა ჰქონდა.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, ბარის საპატიო სტუმრებს შორის ცნობილი რუსი უფლებადამცველი ელენა ვასილევაც იყო. სტუმრები განსაკუთრებული ინტერესით ირჩევდნენ ნამცხვრის ნაჭრებს. ”მე ხელს მივირთმევ, მე ნეკნები მირჩევნია, მე გულ-ღვიძლი”, – ისმის ვიდეოში.

”რუსი ახალშობილის გარდა” ბარის სტუმრებმა ”პროფკავშირების სახლიც”დააგემოვნეს. ეს უკანასკნელი საღამოზე ბურგერების სახით იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, ოდესის პროფკავშირების სახლში 2 მაისს გაჩენილ ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის იყვნენ მოხუცებიც და ახალგაზრდებიც.

Youtube-ზე გავრცელებულმა ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მათმა უმეტესობამ ბარში გამართულ ღონისძიებას კანიბალიზმი უწოდა, ზოგმა კი ვიდეო მოიწონა და სოლიდარობაც კი გამოუცხადა მას.

FB კომენტარები

კომენტარი