საახალწლო ბრაუნი – ,,ნაძვის ხე“ (სამარხვო)

363
SHARE

ინგრედიენტები:
ფქვილი – 2 ჭიქა,
შაქარი – 2 ჭიქა,
წყალი – 1 ჭიქა,
კაკაო – 25 გრ.
ზეთი – 1 ჭიქა,
გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ. ვანილი- 1 ჩ/კ.
საკონდიტრო მოსართავი – გასაფორმებლად.

მომზადების წესი: ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ. ფქვილი, შაქარი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთში შევურიოთ. შემდეგ წყალი, ზეთი და ვანილი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა გამოსაცხობ ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში 20 -25 წუთით შევდგათ. უკვე მზა ბრაუნი ნაძვის ხის ფორმებად დავჭრათ და საკონდიტრო მოსართავებით გავაფორმოთ.

FB კომენტარები

კომენტარი