სააღდგომო კულიჩი

241
SHARE

ინგრედიენტები:
რძე – 250 მლ;
საფუარი – 7 გრ;
ფქვილი – 500 – 700 გრ;
კვერცხი – 3 ცალი;
შაქარი – 200 გრ;
კარაქი – 100 გრ;
ვანილი – 2 ჩ/კ;
კაკალი – 100 გრ;
ცუკატები – 100 გრ;
ქიშმიში – 100 გრ.

მომზადების წესი: რძე გავათბოთ, მასში საფუარი გავხსნათ. 250 გრ ფქვილი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ, ჩაის ტილო გადავაფაროთ და თბილ ადგილას 30 წუთით დავდოთ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკეოთ. ცილა შაქართან ერთად ავთქვიფოთ და მწიკვი მარილი დავუმატოთ. ცომში კვერცხის გული დავუმატოთ და ავურიოთ. შემდეგ დარბილებული კარაქი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. შემდეგ კვერცხის ცილა და დარჩენილი ფქვილი.
ცომი ამოვზილოთ და ისევ თბილ ადგილას გასაფუებლად დავტოვოთ. როცა ცომი ამოვა, ისევ ამოვზილოთ და ისევ მივცეთ საშუალება, ამოვიდეს. კაკალი დავაბლენდეროთ. მიღებული ცომი 3 ნაწილად გავყოთ. თითეული 10 X 50 სმ -ის უნდა იყოს. სიგრძეზე დავაბრტყელოთ, ერთ ნაწილში გულსართად ნიგოზი მოვათავსოთ და რულეტი შევახვიოთ. მეორე ასეთივე რულეტი გავაკეთოთ და ცუკატები მოვათავსოთ, ხოლო მესამეში კი – ქიშმიში. მიღებული რულეტები დავწნათ, საცხობ ფირფიტაზე გადავიტანოთ და შუაში ფორმა ჩავუდგათ, რომ სიმრგვალე არ დაკარგოს. 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით მოვათავსოთ.

FB კომენტარები

კომენტარი