სააღდგომო კერძი

85
SHARE

ინგრედიენტები: კარტოფილი – 500 გრ; ქათმის ფილე – 150 გრ; ბულგარული წიწაკა – 150 გრ; ხახვი – 100გრ; მწვანილი – გემოვნებით, არაჟანი, კვერცხი – 3 ცალი, მარილი, წიწაკა, ზეთი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე და კვერცხი მოვხარშოთ. უკვე მზა ფილე და ხახვი წვრილად დავჭრათ. ხახვს მდუღარე წყალი დავასხათ და 10 წუთით დავტოვოთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ. ბულგარული წიწაკა კუბიკებად დავჭრათ. მწვანილი – წვრილად. თასში ფილე, ხახვი, წიწაკა და მწვანილი მოვათავსოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. შემდეგ 2 ს/კ არაჟანი დავუმატოთ. კარტოფილი სახეხზე გავხეხოთ ან სიგრძეზე თხლად დავჭრათ და ტაფაზე ზეთში შევწვათ. თეფშზე მიღებული სალათა მოვათავსოთ და შემწვარი კარტოფილით დავფაროთ. შუაში კი მოხარშული კვერცხები დავაწყოთ.

FB კომენტარები

კომენტარი