სააკაშვილი: პირველი ადამიანი ვარ, ვინც “ბაითს” იშენებს მარსზე… ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ

115
SHARE

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას უკრაინაში საბიუჯეტო თანხებისა და ქონების მითვისებას ედავებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება და “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკასტულ სტატუსს აქვეყნებს.

“მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც “ბაითს” იშენებს მარსზე. ივანიშვილის მონებო, თქვენ ნამდვილად არსებულ სახლებში უკვე ბოლომდე ჩაგისხეს წყალი თუ როგორაა თქვენი საქმე. ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ და ვაი თქვენს პატრონს!” – წერს სააკაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი