რჩევები მათ, ვისაც ბედნიერება სურთ

696
SHARE

 

ბედნიერება შემთხვევითი არ არის. ზოგ ადამიანს მალე ეწვევა ხოლმე, ზოგთან კი ცოტას იგვიანებს, თუმცა მთავარი ის არის, რომ გჯეროდეთ. ბედნიერება ნამდვილად არსებობს და ოდესმე ის თქვენთანაც მოვა. დასაწყისისთვის ჩვენს რჩევებს მიჰყევით. ცვლილებებს საკუთარ თავში მალევე შეამჩნევთ.

1. ნურასდროს იფიქრებთ იმაზე, რომ ვინმეს არ მოსწონხართ

ფიქრი იმაზე, რომ ვინმეს არ მოსწონხართ, ხშირად დამთრგუნველია. მას ნეგატიური ემოცია მოაქვს. გძაბავთ და გაბნევთ. რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, თუ რას ამბობენ თქვენზე. მთავარი ის არის, რომ საკუთარ თავთან მართალი იყოთ, თავდაჯერებული და რწმენა არასდროს დაკარგოთ. დაიხსომეთ, ღირსეული ადამიანი ის კი არ არის, ვინც უნაკლოა, არამედ ის, ვისაც ღირსება აქვს.

2. უარყოფითის დანახვას დადებითის დანახვა გერჩივნოთ

უარყოფითი და დადებითი მხარე ნებისმიერ საქმეს გააჩნია. არავინ არის შეუცდომელი. იცნობთ ვინმეს იდეალურს? ცხოვრება ხშირად გვიმზადებს განსაცდელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩავიქნიოთ და ყველაფერში უარყოფითი დავინახოთ. დადებით განწყობას სიხარული მოაქვს. სიხარული კი თავად ბედნიერებაა. სანამ ცუდს გაიფიქრებთ, ან ვინმეს გააკრიტიკებთ, ჯერ კარგი გაიხსენეთ და მაშინვე დარწმუნდებით, რომ დადებით ემოციებს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

3. იყავით მადლიერი და თავაზიანი

თავაზიანობას წინ არაფერი უდგას. თქვენს ირგვლივ ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც თქვენი ყურადღება სჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენმა ერთმა გაღიმებამაც კი შესაძლოა გარშემომყოფების ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. სიკეთეზე მადლიერებით უპასუხეთ და არასდროს დაიშუროთ თბილი სიტყვები. სიკეთე ადამიანს ათმაგად უბრუნდება.

4. ღიმილი, სიხარული და პოზიტივი

ხშირად გაიღიმეთ, თქვენს ღიმილს სიხარულის შეგრძნება მოსდევს. სიხარულის შეგრძნებას კი იმის განცდა, რომ ყველაფერი კარგად არის. პოზიტივი გადამდებია. გაავრცელეთ ის თქვენს გარშემომყოფებში და დატკბით დადებითი ემოციებით.

4. სრულყოფილება ამ ქვეყნიური არ არის

ნუ ფიქრობთ, რომ სრულყოფილება უმთავრესია. იდეალური ამ ქვეყნად არაფერია. გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთები, როგორიც ხართ და დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები ისეთები, როგორიც გაქვთ. მართალია, განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო მაინც ერთი გვაქვს. ჩვენ ყველანი განსაკუთრებულები ვართ და ეს ნამდვილად დასაფასებელია.

5. იცხოვრეთ დღევანდელი დღით

”ცხოვრების მანძილზე ბევრი სირთულე გადამხდა თავს. ზოგი მათგანი კი, მართლაც გადამხდა,”მარკ ტვენი.
თუ ნამდვილად გსურთ იყოთ ბედნიერი არასდროს იფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ზეგინდელზე, მომდევნო კვირაზე, თვეზე, წელზე გაზაფხულზე თუ ზაფხულზე. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, და არასდროს გადადოთ იმის გაკეთება ხვალ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ბევრი დრო გაქვთ დაკარგული, არც ეგ არის პრობლემა. ცხოვრება მშვენიერი და არავინ იცის, რას გვიმზადებს. ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ბედნიერება თქვენთანაც მოვა, აუცილებლად.

6. იზრუნეთ გარშემომყოფებზე

გიფიქრიათ ოდესმე, თუ როგორი იქნებოდა ეს სამყარო, თუ ერთმანეთზე უკეთ ვიზრუნებდით. ერთი ღიმილიც კი ვიღაცისთვის ბედნიერების მომტანი შეიძლება გახდეს. არასდროს დავიშუროთ სიკეთის კეთება. სხვა რა დაგვრჩენია თუ არა ერთმანეთის სიყვარული.

7. სწავლა სიცოცხლის ბოლომდე

ისწავლეთ სიცოცხლის ბოლომდე. .ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც თქვენთვის ახალი და საინტერესო იქნება. არასდროს დაკარგოთ სიცოცხლის ინტერესი.შეეცადეთ, რომ ყოველი დღე თქვენს სასიკეთოთ გამოიყენოთ.

Comments

comments