“რუსულმა პოლიტიკამ ბავშვობა გამინადგურა” – კახა კინწურაშვილი

1717
SHARE

მსახიობი კახა კინწურაშვილი პირდაპირ ეთერში  გიორგი გაბუნიას გინებას პუტინის მისამართით სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“პუტინის ოჯახი მოვ**ან და მისი პოლიტიკა  თავის მომხრეებთან ერთად რუსეთშიც და საქართველოშიც! რუსულმა პოლიტიკამ ბავშვობა გამინადგურა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა! მიუხედავათ ამისა, ვიაზრებ, რომ საჯარო სივრცეში გინება უზრდელობაა და სისუსტე. აუცილებლად გიბრუნდება უკან სხვა და სხვა ფორმით. ყოფილი პრემიერი პირდაპირ ეთერში იგინებოდა, პარლამენტარები იგინებიან პარლამენტში თუ მის გარეთ, მწერლები და სხვა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებიც სოციალურ ქსელში თუ ეთერში იგინებიან და ილანძღებიან. მღვდლები, ვითომ რაინდები, ვითომ პატრიოტები, ვითომ მეზობლები, ვითომ სიმართლის დამცველები, ვითომ ქრისტიანები, ყველა, ყველა იგინება და იწყევლება. და რატომ გვიკვირს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გაბუნიას უსუსტესი და გადატყლარჭული მონოლოგი?! მაგრამ გაბუნიას თუ მისი უფროსობის ქვეყნიდან გაძევების უფლება არავის   აქვს! თუ არ მოგწონს, თქვი; თუ არ მოგწონს, შეიცვალე; თუ არ მოგწონს, გადართე, მაგრამ სხვის სისუსტეზე შენს თავს ნუ დააშენებ! და მთავარს ნუ დავივიწყებთ – რუსეთი მტერია! საქართველო უკეთესი იქნება! გახარია გადადგება”, – წერს მსახიობი.

FB კომენტარები

კომენტარი