რუსულად გასაღებული ქართული ხინკალი – ემიგრანტებმა მეპატრონეს ბანერი ააღებინეს

372
SHARE

ხინკალი საქართველოში არა უბრალოდ კერძია, არამედ მთელ რიტუალთანაა დაკავშირებული. ხინკლის ვარიაციები გავრცელებულია მთელს კავკასიაში, მისი დამზადება სათავეს იღებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ხინკლის გამოგონების პატივი მიეწერებათ როგორც მოხევეებს, ასევე ფშავლებს, მთიულებსა და ხევსურებს.
ქართველებს აქამდეც არაერთხელ გვინახავს, რომ სხვა ერები ჩვენი კულინარიის შედევრებს (სულგუნს, ჩურჩხელას და ა.შ) ისაკუთრებენ, მსგავსი შემთხვევა ბოლოს სულ რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა – ნიუ-იორკში ქართველმა ემიგრანტებმა აღმოაჩინეს ქართული ხინკლის რეკლამა, რომელსაც რესტორნის რუსი მეპატრონეები რუსულ კერძად ასაღებდნენ.
სარეკლამო ბანერი, წარწერით Khinkali – Russian Dumplings (ხინკალი – რუსული პელმენი) რუსულმა სწრაფი კვების ობიექტმა სახელწოდებით Russian Dumplings by Daa Dumplings მანჰეტენზე გამოფინა. ამის შესახებ ემიგრანტებში ინფორმაცია და ფოტოები სწრაფად გავრცელდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ცისნამი საყვარლიშვილმა სიტუაციაში გასარკვევად კომპანია Russian Dumplings მიაკითხა. აი, რას გვიყვება ქართველი ემიგრანტი:
“ქალბატონ ნონა ლოლუას ჰქონდა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ხინკლის ბანერიც იყო და რომ დავინახე ძალიან გავბრაზდი. ეგრევე გუგლში მოვიძიე ინფორმაცია, წავედი იმ ადგილას და გავაპროტესტე.
მენიუში ეწერათ რომ ხინკალი ქართული კერძია, თუმცა სანამ მენიუმდე მიაღწევს, გამვლელი ამერიკელი თუ ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან (ძალიან აქტიური მიწისქვეშა მარკეტია და ბევრი ხალხი ტრიალებს), პირველ რიგში იმ დიდ ბანერს ხედავდა, სადაც ეწერა ხინკალი და მითითებული არ იყო, რომ ქართულია და არა რუსული. ის უცხო ადამიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე აუცილებლად იფიქრებს რომ ხინკალი რუსული კერძია, რადგან ფირმის სახელწოდებაა “Russian Dumplings”.


განაგრძე კითხვა:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი