რუსკა მაყაშვილს სხვა სანტა ეყოლება

163
SHARE

”საქართველოს ბანკის” რეკლამაში რვა წლის განმავლობაში სანტას როლს ირაკლი ჭირაქაძე ასრულებდა. წელს კი მის ადგილს სხვა დაიკავებს. რუსკა მაყაშვილს სხვა სანტა ეყოლება. ირაკლი ჭირაქაძეს, ყოფილ სანტას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

– ირაკლი, რატომ აღარ მოირგეთ სანტა კლაუსის როლი?
– ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან მივიღე, ბოლო გადაღებების შემდეგ. ვთვლიდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ რეკლამაში და ვუთხარი კიდეც, რომ ჩემს თავს ვეღარ ვხედავ-მეთქი სანტას როლში. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. არავითარი კონფლიქტი ჩემსა და ბანკს შორის არ მომხდარა. უბრალოდ ხდება ხოლმე ასე. როდესაც დიდი ხანი აკეთებ ერთსა და იმავეს, ალბათ მერე ხალისს კარგავ.

ხალისის დაკარგვის მიზეზი ფინანსები ხომ არ იყო?
– ფინასებზე არც გვქონია საუბარი. რაღაცას რომ აკეთებ, პირველ რიგში კარგად უნდა გააკეთო. ვთლი, რომ ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებდი. მე თვითონ აღარ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. ფინანსებზე საუბარი არც ყოფილა. წელს ბანკმა კიდევ გადმოდგა ნაბიჯი და დამირეკა. ვუთხარი, რომ აზრი არ შემიცვლია. სკანდალი და კონფლიქტი ჩვენს შორის არ მომხდარა.

– გული არ დაგწყდებათ, სხვა სანტას რომ იხილავთ რეკლამაში?
– ჯეიმს ბონდს ირჩევენ ხოლმე სხვას და მე ვინ ვარ, გული რომ დამწყდეს. ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე გავაკეთე და კარგი და პოზიტიური ადგილი დავტოვე.

– რუსკა მაყაშვილის რეაქცია როგორი იყო, როცა გაიგო, რომ სხვა სანტა რომ ეყოლებოდა?
– რუსკას, რა თქმა უნდა, არ მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა რა გზა აქვს.

– ამჯერად რას საქმიანობთ?
– მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ვმუშაობ დირექტორის მოადგილედ. შესაბამისდად ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. რეკლამაში მონაწილეობაზე უარი დროის ფაქტორიც იყო. მოგვიანებით, როდესაც ახალი კლიპი ეთერში გავა, ალბათ დაიწყება შედარებები და იქნება მსჯელობა, თუ რომელი სანტა ჯობია. ეს ჯანსაღი მომენტია, რომელსაც ვერ გავექცევით. ვგულშემატკივრობ ახალ სანტას და მინდა, ჩემზე უკეთესი იყოს.

წყარო:http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი