რუსკა მაყაშვილს ვაჟი შეეძინა

852
SHARE

მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა იმშობიარა. სოციალურ ქსელში სამშობიაროში შეკრებილი გახარებული გულშემატკივრების ფოტო ვრცელდება. წყვილს ბავშვის ფოტო ჯერ არ გაუსაჯაროვებია, თუმცა კომენტარებიდან ირკვევა, რომ მსახიობი ვაჟის დედა გახდა.
რუსკას მეუღლე სანდრო ნიჟარაძე ახლობლებისგან უამრავ მილოცვას იღებს. მსახიობი 40 კვირის ორსული იყო და მშობიარობა ცოტათი გადააცილა კიდეც.

mshoblebiრუსკა მაყაშვილი მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიურად ცხოვრობდა და არაერთ პროექტშიც იყო ჩართული. გაზაფხულზე ის მეგა-შოუ “X-ფაქტორის” წამყვანი იყო ვანიკო თარხნიშვილთან ერთად, ამჟამად კი “ნიჭიერის” ჟიურიში ვიხილავთ, რომელიც 16 ოქტომბრიდან დაიწყება

წყარო: https://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი