რუსი ჯარისკაცის ისტორია და 12 ქართველის გმირობა

443
SHARE

საშა დროზდოვის ჩანაწერებიდან: რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო: ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულებიც ბევრი ყავდათ და დაჭრილებიც. ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? – ყვიროდა მეთაური. – უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თვისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა. როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავად მოისწრაფა სიცოცხლე. ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა. მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო… სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში.

FB კომენტარები

კომენტარი