რუსი ტურისტები, რომლებიც ჭიათურაში თვითნებურად გაბმულ ბაგირზე ვარჯიშობდნენ, პოლიციელებმა ჩამოიყვანეს

178
SHARE

რუსი ტურისტები, რომლებმაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ბაგირი გაავლეს, სამართალდამცვლებმა ჩამოიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ტურისტები, რომლებიც ჭიათურაში იმყოფებიან, მთამსვლელები არიან და სპეციალური აღჭურვილობით გადადგილდებიან.
უწყებაში განმარტავენ, რომ რუსი ტურისტები თვითნებურად გაბმულ ბაგირზე ვარჯიშობდნენ.
შემთხვევა სოფელ შუქრუთში დღეს, ნაშუადღევს მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

ვიდეო: Imedi News

FB კომენტარები

კომენტარი